შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

ტრენინგები

ოქსფორდის უნივერსტიტეტი იწვევს მედიის სფეროში მომუშავე იურისტებს სამკვირიან სემინარში მონაწილეობისათვის

პრესისა და სიტყვის თავისუფლების თემაზე მომუშავე იურისტებს, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, სასწავლებლად ოქსფორდის უნივერსტიტეტში იწვევენ. სამკვირიანი ინტენსიური სწავლების მიზანი, უფლებადაცვით და სასამართლო სისტემაში მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებაა.

სწავლა წარიმართება 2006 წლის 9-28 ივლისის განმავლობაში, ოქსფორდის უნივერსტიტეტის ეგიდით ( მედიის სფეროში კანონმდებლობის შესწავლის კათედრა), ორგანიზაცია "იურიდიული ინიციატივა ღია საზოგადოებისათვის" ("Open Society Justice Initiative") მხარდაჭერით.

სასწავლო პროგრამა გამიზნულია სპეციალისტებისათვის, რომლებიც მუშაობენ პრესისა და სიტყვის თავისუფლების საკითხებზე, მიღებული აქვთ უმაღლესი იურიდიული განათლება, გააჩნიათ უფლებადაცვით სფეროში მუშაობის გამოცდილება, ასევე აქვთ თავიანთ ქვეყნებში იურიდიული საქმიანობის უფლება. პროგრამაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ სტუდენტები და ისინი, ვისაც იურიდიული განათლება ახალი მიღებული აქვთ.

პრეტენდენტთა შერჩევისას გაითვალისწინებენ მათ გამოცდილებას, აგრეთვე მოტივაციას. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2006 წლის 14 აპრილი.

პროგრამის ყველა მონაწილე ავტომატურად გახდება "მედიის იურისტთა საერთაშორისო ასოციაციის (IMLA)" წევრი. ეს ორგანიზაცია წარმოადგენს სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლების დამცველი იურისტების საერთაშორისო ქსელს. სასწავლო კურსის ღირებულება 6 ათასი ამერიკული დოლარია. ამ თანხაში შედის სწავლის, სასწავლო ლიტერატურის და "ორიელის" კოლეჯის ბაზაზე ცხოვრების ხარჯები.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ ფინანსური მხარდაჭერისთვის მიმართონ თავიანთი ორგანიზაციების ხელმღვანელებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საკუთარი თანამშრომლების პროფესიული დონის ამაღლებაზე, ან დაუკავშირდნენ საკუთარი ქვეყნის შესაბამის ორგანიზაციებს დაფინანსების საკითხის გარკვევისთვის. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ: http://pcmlp.socleg.ox.ac.uk/html/MLAP2006.htm ან დაუკავშირდით: louise.scott@csls.ox.ac.uk.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test