შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

ტრენინგები

მედია ტრენინგები ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისათვის

მედია ტრენინგებში სპეციალიზირებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ განაცხადების შეტანა, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისათვის ტრენინგების ორგანიზებისათვის გამოცხადებულ კონკურსში. კონტრაქტის ხანგრძლივობა მოკლევადიანია.

დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტმა "ოქსფორდის პოლიტიკის მენეჯმენტს" (OPM) სთხოვა, გაეწია ტექნიკური მომსახურება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის საქართველოში მიმდინარე პირველადი ჯანდაცვის რეფორმის პროგრამის ფარგლებში.

"ოქსფორდის პოლიტიკის მენეჯმენტის" საკომუნიკაციო ექსპერტებმა პირველადი ჯანდაცვის რეფორმის პიარ-სტრატეგია შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის მინისტრს და მის მოადგილეებს მედია ტრენინგები ჩაუტარდებათ. ტრენინგების მიზანია, სამინისტროს წარმომადგენელთათვის მედიასთან ეფექტური ურთიერთობის უნარ-ჩვევების გამომუშავება. ტრენინგების გავლის შემდეგ სამინისტროს თანამშრომლებმა უნდა შეძლონ:

1. საზოგადოებისთვის ძირითადი მესიჯების ეფექტურად და დამაჯერებლად გადაცემა (ინტერვიუების, გამოსვლებისა თუ დებატების დროს).

2. პრობლემურ საკითხებზე ადექვატურად საუბარი (არაკონფრონტაციულ რეჟიმში)

3. ჟურნალისტებთან ეფექტური ურთიერთობა, უნდა იცოდნენ, თუ რას მოელიან მათგან ჟურნალისტები.

კონკურსში შერჩეულმა პრეტენდენტმა უნდა შეიმუშავოს ტრენინგის პროგრამა, რომელსაც თავად წარმართავს.

კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ ტრენინგების ორგანიზების მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება, გააჩნდეთ სამთავრობო სტრუქტურებთან ურთიერთობის გამოცდილება და ესმოდეთ ქართული მედიის სპეციფიკა.

ტრენინგები 2006 წლის 20 თებერვალს დაიწყება, ხოლო განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2006 წლის 9 თებერვალი, 18:00 საათი.

მსურველებმა უნდა წარადგინონ მათ მიერ ჩატარებული მედია ტრენინგების ნიმუშები, ასევე სამოტივაციო წერილი (cover letter) და დეტალური რეზიუმე. ეს დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს, ელ.მისამართებზე: Tata_OPM@caucasus.net და Nini_OPM@caucasus.net , ან ფაქსით: (99532) 91 62 99.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test