შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

ტრენინგები

ჯილდო საუკეთესო სტატიისათვის<br>

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აცხადებს მეორე, ამჯერად ზამთრის კონკურსს ჟურნალისტებისთვის საუკეთესო სტატიის გამოსავლენად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს, რომელთაც 2005-2006 წლის ზამთრის განმავლობაში (1 დეკემბრიდან 28 თებერვლამდე), ქართულენოვან გაზეთში ან ჟურნალში, გამოქვეყნებული აქვთ სტატია კორუფციის თემაზე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა არაუგვიანეს 7 მარტის 16:00 საათისა:

1. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თბილისის ოფისში (მისამართი: რუსთაველის გამზირი #26) უნდა წარმოადგინონ საკონკურსო სტატიის ექვსი ასლი და იმ გაზეთის ერთი ასლი, რომელშიც ეს სტატია გამოქვეყნდა (თუ სტატია გამოქვეყნდა გაზეთში/ჟურნალში, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება); 2. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ელექტრონულ მისამართზე jaward@transparency.ge გადმოგზავნონ სტატიის ასლი და იმ გაზეთის სახელწოდება, რომელშიც სტატია გამოქვეყნდა შესაბამისი თარიღისა და გაზეთის რედაქტორის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით (თუ სტატია გამოქვეყნდა რეგიონულ გაზეთში/ჟურნალში).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თითოეულმა ჟურნალისტმა უნდა შეავსოს შეფასების ფურცელი და თან დაურთოს სტატიას. დაინტერესებულ პირებს შეფასების ფურცლის გადმოტვირთვა შეუძლიათ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ვებ-გვერდიდან: www.transparency.ge

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ სტატიის მიღების თაობაზე ავტორს ეცნობება დაუყოვნებლივ.

საუკეთესო სტატია გამოვლინდება 21 მარტს. მის ავტორს გადაეცემა ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით და სპეციალური სერტიფიკატი. სპეციალური სერტიფიკატი გადაეცემა იმ გაზეთს ან ჟურნალს, რომელშიც გამარჯვებული სტატია გამოქვეყნდა.

დაინტერესებულ პირებს შეკითხვები შეუძლიათ გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jaward@transparency.ge. პასუხები მიღებულ კითხვებზე განთავსდება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ვებ-გვერდზე: www.transparency.ge. ამავე გვერდზე განთავსებულია დამატებითი ინფორმაცია აღნიშნული კონკურსის შესახებ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test