განცხადებები
დედლაინი
30.11
-1
ტრენინგები
გაიმართა ფონდ „ევრაზიას“ სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის პროგრამის მედია ქსელის კონფერენცია
30 იანვარს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ფონდ "ევრაზიას" სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის პროგრამის მედია ქსელის კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა, კავკასიაში მოქმედი დონორებისა და პროექტების განმხორციელებელი ორგანიზაციების თანამშრომლობისა და კოორდინაციის ხელშეწყობა.
კონფერენციას ესწრებოდნენ აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID), ეუთოს, საკუთრივ " ევრაზიის", ასევე სხვა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს მედიის სფეროში მომუშავე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების არასამთავრობო, ასევე საერთშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის იყვნენ: "ომის და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი", "ერევნის პრეს-კლუბი", ფონდი "ინტერნიუსი" (საქართველო), "ინტერნიუს აზერბაიჯანი", "მედია მრავალფეროვნების ინსტიტუტი" , "ბაქოს პრეს-კლუბი", "სტუდია რე"( თბილისი) , "შერიგების რესურსები". ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავასიური სკოლა.
კონფერენციაზე, გარდა იმისა, რომ გარკვეული დრო დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების პრეზენტაციას დაეთმო, ყურადღება გამახვილდა რეგიონის სამივე ქვეყნის მედიაში არსებულ მთელ რიგ პრობლემებზე, ისაუბრეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის თემაზეც. ამ თვალსაზრისით კონფერენციაზე საინფორმაციო საშუალებების მფლობელების გამჭვირვალობის საკითხმა წამოიწია.
"ევრაზიამ" კონფერენციის მონაწილეებს ახალი საგრანტო პროგრამის გამოცხადების შესახებაც აცნობა. ფონდის რეგიონული დირექტორის რობერტ ო, დონოვანის განცხადებით, საგრანტო პროგრამა რამდენიმე მიზანს ისახავს, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მედია ინსტიტუტებს შორის, მაგალითად: საზოგადოებრივი მაუწყებლების, ჟურნალისტური სკოლებისა თუ მედია-საბჭოების ურთითანამშრომლობის ხელშეწყობას.