შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

ტრენინგები

კავკასიის ქვეყნების ჟურნალისტებს პრაღაში დაგეგმილ სემინარში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების ჟურნალისტებს შეუძლიათ განაცხადების წარდგენა, განათლების საკითხებისადმი მიძღვნილ სემინარში მონაწილობის მისაღებად. სემინარი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, 23-25 მარტს გაიმართება.

შერჩეული კანდიდატები ორი დღის მანძილზე შეისწავლიან რეგიონში არსებულ განათლების პრობლემებს, მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს ამ თემების გაშუქებასთან დაკავშირებით.

სემინარს გაუძღვებიან განათლების სფეროს ექსპერტები და ჟურნალისტიკის გამოცდილი ტრენერები. სემინარისთვის, სულ, 24 ჟურნალისტი შეირჩევა, აქედან, 12-ს ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, რუსეთის ფედერაციიდან და კავკასიის ქვეყნებიდან შეარჩევენ, დანარჩენს კი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებიდან.

მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს გაიღებს Transitions Online - მედია განვითარების არასამთავრობო ორგანიზაცია და ინტერნეტ-ჟურნალი.

პროექტს აფინანსებს ღია საზოგადოების ინსტიტუტის განათლების მხარდაჭერის პროგრამა. იგი მიმართულია განათლებაში ცვლილებების ხელშეწყობისა და ეროვნული პოლიტიკის განვითარებისკენ, სოროსის ფონდის მისიის შესაბამისად.

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს, რომლებიც აშუქებენ ან დაინტერესებულნი არიან განათლების საკითხებით.

პრეტენდენტებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის ელემენტარულ დონეზე ცოდნა. დაინტერესებულმა ჟურნალისტებმა ინგლისურ ენაზე დაწერილი რეზიუმეები და სამოტივაციო წერილი, ასევე განათლების საკითხზე გამოქვეყნებული ერთი სტატია უნდა გააგზავნონ ელ. მისამართზე: education@tol.org

კონკურსანტებმა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან: ცენტრალური აზიიდან, რუსეთიდან და კავკასიის ქვეყნებიდან, რომლებიც ჩეხეთის ტურისტულ ვიზას საჭიროებენ, განაცხადები უნდა წარადგინონ 10 თებერვლამდე.

კონკურსის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ, ვებ-გვერდზე: www.tol.org.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test