შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

ტრენინგები

„გუნდური ჟურნალისტიკის პროექტი" ქართველი, აზერბაიჯანელი სომეხი ჟურნალისტებისათვის

მედია მრავალფეროვნების ინსტიტუტი (MDI) იწვევს ქართველ, აზერბაიჯანელ და სომეხ ტელეჟურნალისტებს "გუნდური ჟურნალისტიკის პროექტში" მონაწილეობის მისაღებად.

პროექტი 11 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით საქართველოში (ძირითადად თბილისში) განხორციელდება. მისი მსვლელობის პროცესში, ჟურნალისტები ერთად მოამზადებენ სატელევიზიო სიუჟეტებს, რომელთა საფუძველზე 30-წუთიანი ტელეგადაცემა მომზადდება და ნებისმიერ მსურველ აზერბაიჯანულ, ქართულ თუ სომხურ სატელევიზიო არხს უფასოდ გადაეცემა. სიუჟეტების თემას თავად ჟურნალისტები განსაზღვრავენ, თუმცა, თემები ისეთ საკითხებთან იქნება დაკავშირებული, როგორიცაა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, ინვალიდები, ლტოლვილები ან იძულებით გადაადგილებული ადამიანები და ა.შ.

პროექტში 9 ტელეჟურნალისტი (3 აზერბაიჯანიდან, 3 საქართველოდან და 3-იც სომხეთიდან) და ორი ტრენერი მიიღებს მონაწილეობას. ძირითადი სამუშაო ენა იქნება რუსული, მაგრამ სატელევიზიო სცენარები პროექტში მონაწილე ჟურნალისტების მშობლიურ ენაზე დაიწერება და შემდეგ მონტაჟისთვის ინგლისურად ითარგმნება.

პროექტში მონაწილეობის მსურველმა ჟურნალისტებმა საკუთარი რეზიუმეები და დაინტერესების წერილი (იმის შესახებ, თუ რატომ არის კანდიდატი დაინტერესებული ამ პროექტში მონაწილეობით) უნდა წარმოადგინონ, მისამართზე: თბილისი, ჭოველიძის ქ. №10, ოთახი № 304, ან გააგზავნონ ელ. ფოსტით, მისამართზე: elena.aladashvili@media-diversity.org (ელენე ალადაშვილი, მედია მრავალფეროვნების ინსტიტუტის კოორდინატორი) განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2006 წლის 5 თებერვალი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test