განცხადებები
დედლაინი
30.11
-1
ტრენინგები
ტელეკომპანია „თრიალეთი“კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ ახალ სარჩელს ამზადებს
ტელეკომპანია "თრიალეთი" (გორი) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.
"თრიალეთი", აპროტესტებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც შპს "შიდა ქართლის ტელევიზია" 34-ე მეტრულ სატელევიზიო არხზე მაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვა.
"თრიალეთი"პირველ მეტრულ არხზე მაუწყებლობს და მისი ეთერი გორის გარდა, შიდა ქართლის მთელ რეგიონს, მათ შორის ცხინვალის კონფლიქტურ ზონასაც მოიცავს. ამავე გეოგრაფიულ ზონას ფარავს 34-ე მეტრული სატელევიზიო არხიც. ტელეკომპანია "თრიალეთის" პრეზიდენტის ჯონი ნანიტაშვილის განცხადებით, მარეგულირებელ კომისიას არ ჰქონდა "შიდა ქართლის ტელევიზია" ლიცენზიის გაცემის უფლება, რადგან 34-ე არხის გამოყენების უფლების თაობაზე მასსა და კომისიას შორის რამდენიმე თვეა სასამართლო დავა მიმდინარეობს.
ამ დავაში, ჯონი ნანიტაშვილს, სასამართლოს გარდა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმედიც აქვს.
"პრეზიდენტის სახელზე წერილს ვამზადებთ, სადაც კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის უკანონო გადაწყვეტილებებზე რეაგირებას ვთხოვთ", განაცხადა ტელეკომპანიის პრეზიდენტმა.
სიახლე
-
17.05.2022 13:28
„ინტერნიუსი-საქართველოს“ განცხადება ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით
-
13.08.2021 20:05
არასამთავრობოთა განცხადება ჟურნალისტ ირაკლი აბსანძის სამსახურიდან გათავისუფლების გამო
-
19.07.2021 13:50
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს - სამოქალაქო სექტორის და მედიის მიმართვა
-
11.07.2021 19:55
მეედია ორგანიზაციების მიმართვა დიპლომატიურ კორპუსს