განცხადებები
დედლაინი
30.11
-1
კონკურსები
1. კანადის ჟურნალისტურმა გაერთიანებამ საერთაშორისო კონკურსი გამოაცხადა
ორგანიზაციამ "კანადელი ჟურნალისტები პრესის თავისუფლებისათვის" (CJFE) მსოფლიოს ჟურნალისტებს იწვევს კონკურსში, პრესის თავისუფლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის დაწესებული საერთაშორისო ჯილდოსა (3000 კანადური დოლარი) და კანადელი ჟურნალისტის თარა სინგხ ხაერის სახელობის სამახსოვრო პრიზის მოსაპოვებლად.
სართაშორისო ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა იმ ორ ჟურნალისტს, რომლებმაც დაძლიეს სერიოზული წინააღმდეგოები ადამიანის უფლებათა სფეროს გაშუქებისას და თავისი პატიოსანი და მიუკერძოებელი მუშაობით ადამიანის უფლებათა დაცვისადმი თავისი მხარდაჭერის დემონსტრირება მოახდინეს.
უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც არა აქვთ მიღებული პრესის თავისუფლების დაცვისათვის სხვა ცნობილი ორგანიზაციების მიერ დაწესებული პრიზი, რომლებმაც თავიანთი პროფესიული საქმიანობით დაიმსახურეს საერთაშორისო აღიარება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსაც. იმისათვის, რომ კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობა შეძლოს, ის ნომინანტად ორგანიზაციამ ან კერძო პირმა უნდა დაასახელოს. კონკურსში მონაწილეობისთვის ნომინანტების დასახელების ბოლო ვადაა 30 ივნისი. კონკურსთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: http://cjfe.org/releases/2006/11052006awards.html
სიახლე
-
12.12.2019 13:50
ქარტიამ დაგმო საპარლამენტო კომიტეტიდან ჟურნალისტების გამოძევება
-
12.12.2019 12:51
GRMA მხარს უჭერს ლაშა ზარგინავას კანდიდატურას აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრის თანამდებობაზე
-
03.11.2019 21:15
ქარტიის საბჭოს აღმასრულებელ დირექტორის პოზიციაზე გიორგი მგელაძის კანდიდატურა შეარჩიეს
-
07.10.2019 22:18
დასავლეთთან ინტეგრაცია და საქართველოს რეგიონები - ტელეკომპანია “თრიალეთი”, „გურია ტვ“, „TV თანამგზავრი“, „ქუთაისიპოსტი“, რადიო „NOR“