განცხადებები
დედლაინი
30.11
-1
კონკურსები
1. „კავკასიის დემოკრატიის ინსტიტუტი“ აცხადებს კონკურსს სააგენტოებისა და რუსულენოვანი პრესისთვის
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "კავკასიის დემოკრატიის ინსტიტუტი" აცხადებს კონკურსს ქართული სააგენტოებისა და საქართველოში გამომავალი რუსულენოვანი პრესისთვის.
კონკურსის მიზანია, საქართველოში კომპაქტურად მცხოვრები ეროვნული უმცირესობების ინფორმირება ქვეყანაში და საზღვარგარეთ მიმდინარე მოვლენებზე. კონკურსის ერთ-ერთი პირობით, საინფორმაციო პროდუქტის ფასი მომხარებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "კავკასიის დემოკრატიის ინსტიტუტის" სათაო ოფისი მოსკოვში მდებარეობს. ორგანიზაციის მიზანია ქართულ-რუსული ურთიერთობების მოგვარება და ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენა.
"კავკასიის დემოკრატიის ინსტიტუტის" საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, მაია ნიკოლეიშვილის თქმით, კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან მოსკოვში, ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში. გამარჯვებულ მედიასაშუალებებთან დაიდება ერთწლიანი კონტრაქტი. პროექტის მთლიანი დაფინანსება 200 ათასი აშშ დოლარს შეადგენს.
კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2005 წლის 28 ნოემბერი. მსურველები ორგანიზაციას უნდა დაუკავშირდნენ შემდეგ ტელეფონზე: 98-37-68.
სიახლე
-
29.10.2020 19:39
სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშები
-
24.09.2020 21:43
2020 წლის საპარლამენტო არჩვენების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშები
-
27.08.2020 18:37
კონკურსში გამარჯვებული 10 მედიაკომპანია, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების წინ ჟურნალისტურ მასალებს მოამზადებენ
-
19.08.2020 18:50
საპარლამენტო არჩევნების წინ ექვსი მედიაკომპანია მასალებს ეთნიკური უმცირესობების ენებზე მოამზადებს