შემოგვიერთდი

განცხადებები

დედლაინი

30.11

-1

კონკურსები

1. ფონდმა „ევრაზია“ სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოაცხადა

ფონდ "ევრაზიის" სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის პროგრამა აცხადებს კონკურსს ტრანსსასაზღვრო დამოუკიდებელი მედიის განვითარების ინიციატივის ფარგლებში.

კონკურსის ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მედია პროფესიონალებისა და საზოგადოებების მეტ ინფორმირებულობასა და მათ შორის ურთიეთგაგებას. კონკურსი რეგიონის სამივე ქვეყნის მედია ორგანიზაციებისთვის ტარდება.

კონკურსი ორ ეტაპად ტარდება. სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის პროგრამა, პირველ ეტაპზე გამოყოფს გრანტებს, საკონტაქტო პროექტების დაფინანსებისათვის. საკონტაქტო პროექტის არსი და საკონტაქტო გრანტის მოსაპოვებელი წინაპირობა არის თანამშრომლობის პროექტის შემუშავება. გამოყოფილი გრანტებით დაიფარება საკომუნიკაციო ხარჯები და დაფინანსდება პარტნიორი ორგანიზაციების შეხვედრები. საკონტაქტო პროექტები შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ღონისძიებებს:

ეფექტური საკომუნაკაციო არხების შექმნას; რეგიონულ დონეზე შეხვედრების, სემინარებისა და პარტნიორ ორგანიზაციებს შორის დისკუსიების მოწყობას; შეხვედრების, სემინარებისა და დისკუსიების ორგანიზება იმ სახელმწიფო, საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, რომლებთან თანამშრომლობასაც აპირებენ განმცხადებელი ორგანიზაციები, როგორც საკონტაქტო პროექტის, ისე თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში.

საკონტაქტო პროექტებისათვის გრანტების მოპოვებაზე გამოცხადებულ კონკურსში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა თბილისში, 20 თებერვალია.

დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის კონსულტაციები 6 თებერვალს, 15:00 საათზე, "ევრაზიის" ოფისში გაიმართება.

კონკურსის მეორე ეტაპზე, განმცხადებელი ორგანიზაციების საგრანტო მოთხოვნა უნდა ეხებოდეს თანამშრომლობის პროექტების დაფინანსებას, რომელიც მიმართულია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში თავისუფალი, პროფესიული და პლურალისტური მედიის მხარდაჭერასა განმტკიცებაზე, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარების გზით.

კონკურსში წარმოდგენილი პროექტების განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება მიეპყრობა შემდეგ თემებს:

რეგიონის ქვეყნებში საზოგადოებრივი მაუწყებლების მხარდაჭერასა და მათ შემდგომ განვითარებას, მათ შორის თანამშრომლობის დამყარებას; რეგიონის ჟურნალისტურ სკოლებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას, ერთობლივი სასწავლო ღონისძიებების გამართვას; ეთნიკური და პოსუხისმგებლიანი ჟურნალისტიკის მხარდაჭერას; ერთობლივი ტრანსსასაზღვრო პროექტების განხორციელებას; მედიის მონიტორინგს, იმის შესახებ, თუ როგორ შუქდება რეგიონული კონფლიქტები და ეთნიკური უმცირესობების უფლებები.

კონკურსის მეორე ეტაპზე განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2006 წლის 15 მაისი, შედეგები კი 15 ივლისს გამოქვეყნდება.

ინფორმაცია კონკურსის ორივე ეტაპის შესახებ (რუსულ და ინგლისურ ენებზე), შეგიძლიათ იხილოთ, ვებ-გვერდებზე:

http://www.efsccp.org/page.cgi?name=apply&lang=ru&ver=web http://www.efsccp.org/page.cgi?name=apply http://www.whitehouse.gov/omb/circulars/index.html

"ევრაზიის" თბილისის ოფისს უნდა მიმართოთ, მისამართზე: თბილისი, 380079 კავსაძის ქ. 3, ან დაუკავშირდეთ შემდეგ ტელეფონებზე: +995(32) 22-32-64,25-39-43. ელ.ფოსტა: sinergy@eurasia.org.ge

ფონდი "ევრაზია" წარმოადგენს კერძო არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელსაც აშშ-ს მთავრობა, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები აფინანსებენ. 1992 წლიდან, ფონდის ინვესტიციამ 275 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. "ევრაზიის" სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის პროგრამა 1998 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს წამყვან მედია ორგანიზაციებს შორის მჭიდრო, ნდობაზე დამყარებული თანამშრომლობის ჩამოყალიბება. სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის პროგრამას აშშ-ს განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test