შემოგვიერთდი

06.09.2004 20:00

ქ. ბესლანში ქართველი ჟურნალისტები დააკავეს

David Mchedlidze
მედია მედიის შესახებ

წყარო: საინფორმაციო სააგენტო "კავკას-პრესი"; გაზეთი "24 საათი" (6, 8, 9.09.2004); გაზეთი "რეზ
4 სექტემბერს ქალაქ ბესლანის მილიციის თანამშრომლებმა ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის გადამღები ჯგუფი – ჟურნალისტი ნანა ლეჟავა და ოპერატორი ლევან თეთვაძე, რომლებიც ბესლანში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს აფიქსირებდნენ, დააკავეს. მათ საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და სავიზო რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ. დაკავებულები ფედერალური უშიშროების ვლადიკავკაზის განყოფილებაში იმყოფებიან. ჟურნალისტების მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე რფ-ის კანონმდებლობის 322-ე მუხლის მეორე ნაწილით – სახელმწიფო საზღვრის ჯგუფური გადაკვეთა. ამ დანაშაულისთვის კანონით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ჯარიმა, ან თავისუფლების 2 წლამდე აღკვეთა.

საქართველოსა და რუსეთს შორის არსებობს ოქმი საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად ყაზბეგის რაიონში ჩაწერილ ასევე რფ-ის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, პასპორტში ჩადებული ბარათის საფუძველზე უფლება ეძლევათ ვიზის გარეშე გადაკვეთონ სახელმწიფო საზღვარი. მათ უფლება აქვთ 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ამ ტერიტორიაზე. სწორედ ამის საფუძველზე გადაკვეთეს ლეჟავამ და თეთვაძემ საქართველო-რუსეთის საზღვარი 2004 წლის 1 სექტემბერს, დაახლოებით 18 საათზე.

6 სექტემბერს ვლადიკავკაზის სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების თხოვნა და ნანა ლეჟავას და ლევან თეთვაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა იმ დრომდე, ვიდრე გამოძიება საჭირო დოკუმენტებს არ მოიპოვებს. სასამართლო პროცესზე ჟურნალისტების უფლებების დაცვისთვის დაქირავბული ადვოკატები არ დაუშვეს და მათ უფლებას სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი იცავდა.

ნანა ლეჟავას და ლევან თეთვაძის დაკავებასთან დაკავშირებით მოლპარაკებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და რუსეთში საქართველოს საელჩო აწარმოებენ.

ნანა ლეჟავასა და ლევან თეთვაძის განთავისუფლების მოთხოვნით თბილისში, რუსეთის საელჩოს შენობასთან საპროტესტო აქციები იმართება. აქციის მონაწილეთა თქმით, რუსეთის ხელისუფლებას ქართველი ჟურნალისტების დაკავების არანაირი იურიდიული საფუძველი არ გააჩნია.

8 სექტემბერს, ხუთდღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ნანა ლეჟავა და ლევან თეთვაძე გაათავისუფლეს. მათზე სისხლის სამართლის საქმე ჩრდილოეთ ოსეთის პროკურატურამ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყვიტა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test