შემოგვიერთდი

22.05.2002 19:00

პროგრამა “კომუნიკატორი”

David Mchedlidze
მედია მედიის შესახებ

წყარო: გაზეთი "ქრონიკა", გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა"
ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის პროგრამა "კომუნიკატორის" 19 მაისის გადაცემის მთავარი თემა პოლიტიკოსებისა და მას მედიის ურთიერთობას მიეძღვნა. გადაცემის სტუმარი "ღამის კურიერის" წამყვანი ეკა ხოფერია გახლდათ.

გადაცემის დასაწყისშივე მისმა წამყვანმა, სერგი გვარჯალაძემ ვინმე "ნიკაკოის" (ნიკა მაჩაიძე) მუსიკალური კლიპი შემოგვთავაზა, რომელიც ორიგინალურადაა დამონტაჟებული - საქართველოს პრეზიდენტი უხერხულად ჟესტიკულირებს და "შვილებსა და შვილიშვილებზე" ზრუნავს, მოულოდნელად შევარდნაძის გვერდით ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ჩნდება და რამდენიმე წამის განმავლობაში "ცემა! ცემა! ცემა!"-ს იძახის. ამ კლიპის გამო სერგი გავრჯალაძეს "ერისა და საქართველოს სიმბოლოს" (ამ შემთხვევაში პრეზიდენტის) შეურაცხყოფასა და არაკოლეგიალობაში დასდეს ბრალი. მეორე დღესვე, პირდაპირი ეთერით, გვარჯალაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებდა, რადგან მას მიაჩნია, რომ "19 მაისს ეთერში უხერხული სიტუაცია არ შექმნილა".

გაზეთ "ქრონიკა"-სთვის მიცემულ ინტერვიუში სერგი გვარჯალაძემ განაცხადა, რომ "გადაცემას ცარიელი ლაყბობის ფორმა არ უნდა მიეცეს... რაც შეეხება პოლიტიკოსებს, ისინი საერთოდ არ გვაინტერესებს – ისედაც არაფრის გამკეთებლები არიან. სამაგიეროდ, კულტურული რევოლუციის მომხრეები ვართ!"

19 მაისის გადაცემის კომენტირებაზე ინგა გრიგოლიამაც უარი განაცხადა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test