შემოგვიერთდი

22.03.2001 20:00

ქართული ჟურნალისტიკის დღე

David Mchedlidze
მედია მედიის შესახებ

წყარო: გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა"
21 მარტს ჟურნალისტის სახლში ყველა თაობის პრესის, რადიოსა და ტელევიზიის პროფესიონალმა ჟერნალისტებმა ქართული ჟურნალისტიკის დღე აღნიშნეს. ჟურნალისტთა ფედერაციამ 12 გამარჯვებული ნომინანტი დაასახელა და საჩუქრებითა და ფედერაციის დიპლომებით დააჯილდოვა. ელექტრონულ მასმედიაში ღამის საუკეთესო ანალიტიკური პროგრამისათვის პრიზი და დიპლომი მიიღო ინგა გრიგოლიამ ("მოამბე", საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი), აქტიური საგამოძიებო ჟურნალისტური საქმიანობისა და გამბედაობისათვის პრიზის მფლობელი აკაკი გოგიჩაიშვილი გახდა ("60 წუთი", ტელეკომპანია "რუსთავი-2"), საუკეთესო ანალიტიკურ-პუბლიცისტური გადაცემისთვის დაჯილდოვდა ნატო ონიანი (საავტორო გადაცემა "ტაიმ-აუტი", საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი), საუკეთესო ტელეწამყვანებისთვის განკუთვნილი პრიზები მიენიჭათ ეკა ბერიძეს და გიორგი სანაიას ("ღამის კურიერი", ტელეკომპანია "რუსთავი-2"), სახელმწიფო მშენებლობის პრობლემების მაღალპროფესიულ დონეზე გაშუქებისათვის პრიზი დაიმსახურა გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" მთავარმა რედაქტორმა არმაზ სანებლიძემ, ანტიკორუფციული მასალების პუბლიკაციისთვის დაჯილდოვდა გაზეთი "რეზონანსი" და მისი რედაქტორი ლაშა ტუღუში, სამეტყველო კულტურაზე განსაკუთრებული ზრუნვისათვის პრიზი დაიმსახურა ვახტანგ ნანიტაშვილმა (საქართველოს რადიო), ჩეჩნეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს გამოჩენილი პროფესიული რისკისთვის დაჯილდოვდა ზურაბ ხაჭაპურიძე ("დილის გაზეთი"), აქტუალურ პოლიტიკურ თემებზე პუბლიკაციისთვის - ანი მიროტაძე (გაზეთი "ახალი თაობა"), პრიზები ასევე დაიმსახურეს დილის საუკეთესო პროგრამა "ალიონის" ხელმძღვანელმა ოთარ შაორშაძემ, საინფორმაციო სააგენტო "როიტერმა" და რადიოს ჟურნალისტმა ნინო ცხოიძემ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test