შემოგვიერთდი

19.03.2001 20:00

ჟურნალისტი თამარ ბოლქვაძე გაზეთ “ასავალ-დასავალი”-ს წინააღმდეგ

David Mchedlidze
მედია მედიის შესახებ

წყარო: საინფორმაციო სააგენტო "კავკას-პრესი"
1993 წლის 28 ოქტომბერს ხობში ჟურნალისტი დათო ბოლქვაძე დახვრიტეს. გაზეთმა "ასავალ-დასავალმა" გამოაქვეყნა ლოთი ქობალიას, რომელიც იმ დროს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების სარდალი იყო, აღსარება, სადაც იგი დათო ბოლქვაძეს მოროდიორობას აბრალებს. 1996 წელს სასამართლომ ლოთი ქობალიას დახვრეტა მიუსაჯა, მაგრამ საქართველოში სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ მას სასჯელი 20 წლით პატიმრობით შეუცვალეს. ბოლქვაძის ოჯახი გაზეთისა და ლოთი ქობალიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. "ჟურნალისტი დათო ბოლქვაძე ლოთი ქობალიამ ტყვიით მოკლა, პრესა კი მას სიტყვით კლავს", განაცხადა დათო ბოლქვაძის დამ, გადაცემა "ეძიე ქალი"-ს ავტორმა, თამარ ბოლქვაძემ. მისი თქმით, გაკოტრებული პოლიტიკოსები და რევანშისტები ცდილობენ ქობალია მსხვერპლად, ხოლო დათო ბოლქვაძე დამნაშავედ წარმოადგინონ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test