შემოგვიერთდი

18.03.2001 20:00

საქართველოს შს მინისტრი გაზეთ “რეზონანსის” წინააღმდეგ

David Mchedlidze
მედია მედიის შესახებ

წყარო: საინფორმაციო სააგენტო "კავკას-პრესი", გაზეთი "რეზონანსი"
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე გაზეთ "რეზონანსისა" და საქართველოს პარლამენტის რამდენიმე დეპუტატის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. იგი მორალური ზარალის ასანაზღაურებლად 1 მლნ ლარს ითხოვს. მინისტრის აღშფოთება გაზეთ "რეზონანსის სტატიებმა გამოიწვია. მათში სამინისტროს 7 მაღალჩინოსანი პირი, მათ შორის მინისტრიც, ისეთ მაქინაციებში არიან დადანაშაულებული, რომლებიც მიზნად საფეხბურთო კლუბ " დინამოს" მათ საკუთრებაში გადაცემას ისახავდა. 19 მარტს "დინამოს" საწვრთნელ ბაზაზე გულშემატკივრებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრისას კახა თარგამაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - კლუბი დაფინანსდეს შსს-ს არასაბიუჯეტო სახსრებიდან, მართებული იყო და ის კანონს არ ეწინააღმდეგება. გაზეთ "რეზონანსის" ე.წ. ჟურნალისტურ გამოძიებას ჰქონდა ერთადერთი მიზანი – თავისი პროვოკაციული და ცილისმწამებლური ბრალდებებით შეცდომაში შეეყვანა საზოგადოება, აეგორებინა მორიგი სკანდალი შსს-ს ირგვლივ. თავის მხრივ გაზეთი "რეზონანსი" აცხადებს, რომ მათ მასალებში არაფერია ცილისმწამებლური და "სასამართლო პროცესზე ჟურნალისტიც და რედაქციაც არგუმენტებულად გასცემს პასუხს მოსარჩელე მხარეს – კ. თარგამაძეს, რათა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახოს ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი".

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test