შემოგვიერთდი

19.03.2001 20:00

ენერგეტიკის პრობლემებზე მომუშავე ჟურნალისტის დაჯილდოება

David Mchedlidze
მედია მედიის შესახებ

წყარო: საინფორმაციო სააგენტო "კავკას-პრესი"
20 მარტს ჟურნალისტთა ფედერაციამ, ენერგეტიკის პრობლემებზე მომზადებული გადაცემათა ციკლისათვის "ენერგია", დიპლომით და სამახსოვრო საჩუქრით დააჯილდოვა საქართველოს ტელერადიოკორპორაციის პირველი არხის ჟურნალისტი მერაბ ბერაძე. ჟურნალისტთა ფედერაციაში მისულმა მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა აქტიურად უნდა გაუწიონ პროპაგანდა ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს, ვინაიდან ისინი ქვეყნის წინსვლის საიმედო საყრდენია. თავად ბერაძე მიიჩნევს, რომ ენერგეტიკის დარგისათვის გამოყოფილი 600 მლნ დოლარიდან განახლებადი წყაროების ათვისებას 10% მაინც რომ მოხმარებოდა, ქვეყანაში ასეთი მძიმე ენერგოკრიზისი არ იქნებოდა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test