შემოგვიერთდი

19.03.2001 20:00

ჟუტნალისტური კონკურსი “ჩემი ქალაქი”

David Mchedlidze
მედია მედიის შესახებ

წყარო: საინფორმაციო სააგენტო "კავკას-პრესი", გაზეთი "რეზონანსი"
20 მარტს თბილისის მერიის სააქტო დარბაზში თბილისის საკრებულომ და მერიამ "ფილიპ მორის მენეჯმენტ სერვისი ბ.ვ."-ს საქართველოს წარმომადგენლობასთან ერთად პრესკოფერენცია გამართა, უახლოეს მომავალში ჟურნალისტთა კონკურსის ჩატარების თაობაზე. 1 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით ჟურნალისტური კონკურსის "ჩემი ქალაქი" საორგანიზაციო ჯგუფი საკონკურსო მასალებს შეგროვებას იწყებს. კონკურსის მიზანია თბილისის ცხოვრების აქტუალური თემატიკის ამსახველი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების გამოვლენა. თითოეულ ავტორს შესაძლებლობა ექნება მხოლოდ ერთი ნაშრომი წარმოადგინოს. კონკურსის ჩატარებისა და გამარჯვებულთა ფულადი პრემიებით დაჯილდოების ხარჯებს "ფილიპ მორის მენეჯმენტ სერვისი ბ.ვ."-ს საქართველოს წარმომადგენლობა გაიღებს. სპეციალურ პრემიას კი ქალაქის საკრებულო, მერია და "საზოგადოებრივ ურთიერთობათა განვითარების ინსტიტუტი" აწესებს. დადგენილია შემდეგი პრემიები: საუკეთესო პუბლიკაცია, რადიო სიუჟეტი ან გადაცემა და სატელევიზიო სიუჟეტი ან გადაცემა. თითოეულ მათგანზე სამი პრემიაა გათვალისწინებული. საკონკურსო ნაშრომებს 10 კაციანი ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულთა დაჯილდოვება და კონკურსის ოფიციალური დახურვა 29 ივნისს თბილისის მერიაში გაიმართება. ჟურნალისტური კონკურსი "ჩემი ქალაქი" პირველად 2000 წელს გაიმართა. საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტისათვის პირველი პრემია "ინტერნიუსის" ჟურნალისტმა ნინო ჯაფიაშვილმა მიიღო პროგრამა "კვირა"-სთვის მომზადებული სიუჟეტებისათვის "მეტროპოლიტენი" და "მენაგვე".

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test