შემოგვიერთდი

08.03.2001 20:00

რუსეთი ქართული პრესის პუბლიკაციებს არ ეთანხმება

David Mchedlidze
მედია მედიის შესახებ

წყარო: საინფორმაციო სააგენტო "კავკას-პრესი"
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკმაყოფილებას გამოთქვამს ქართულ პრესაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების გამო, რომლებშიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მყოფ მშვიდობისმყოფელებს ბრალი ედებათ "ქართველთა გენოციდში, მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევასა და სადამსჯელო ოპერაციებში მონაწილეობაში". საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა ავთანდილ ნაფეტვარიძემ 9 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აღკვეთოს აფხაზეთის ტერიტორიაზე დივერსიული ჯგუფების თარეში. თავის მხრივ, ნაფეტვარიძე შეახსენებს რუსულ მხარეს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არცთუ იშვიათია ქართველ მოსახლეობაზე თავდასხმის ფაქტები, რაც მსხვერპლით მთავრდება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test