შემოგვიერთდი

06.03.2001 20:00

“პეტრომარ შიფინგ ლიმითედ საქართველო” “რუსთავი-2”-ს არ ემალება

David Mchedlidze
მედია მედიის შესახებ

წყარო: გაზეთი "ახალი თაობა"
7 მარტს გაზეთ "ახალ თაობაში" გამოქვეყნდა "პეტრომარ შიფინგ ლიმითედ საქართველო"-ს გენერალური დირექტორის განცხადება. 4 მარტს ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ეთერით პროგრამამ "60 წუთი" აღნიშნული კომპანია ნავთობპროდუქტების კონტრაბანდაში დაადანაშაულა. "პეტრომარ შიფინგ ლიმითედ საქართველო"-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტების მიერ გამოძიებული საქმე არ ასახავს ობიექტურ რეალობას, რის გამოც სრულიად არამართლზომიერად აყენებს კომპანიას უხერხულ მდგომარეობაში, გლობალურად კი ძაბავს საინვესტიციო გარემოს საქართველოში. გაუგებარია, ვის აძლევს ხელს ეს კონკრეტული ჟურნალისტური გამოძიება და მისი პათოსი, თითქოს კომპანია გადასახადებს უმალავდეს საქართველოს, მეტიც, ემალებოდეს ჟურნალისტებს და ამ მიზნით სამუშაო ოფისსაც კი ტოვებდეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ "პეტრომარ შიფინგ ლიმითედ საქართველო" რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაწევრიანებულია საერთაშორისო სავაჭრო პალატაში და არც ერთ მაკონტროლებელ ორგანოს და კანონით გათვალისწინებულ გადასახადების გადახდას არ გაურბის.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test