შემოგვიერთდი

04.03.2001 20:00

პრეზიდენტი ტელევიზიით რეტუშირებული სახეების ჩვენების წინააღმდეგია

David Mchedlidze
მედია მედიის შესახებ

წყარო: საინფორმაციო სააგენტო "კავკას-პრესი"
პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის აზრით, ტელევიზიით რეტუშირებული სახეების ჩვენება და მათი კომპეტენტურ წყაროებად გამოცხადება მართებული და ნდობის გამომწვევი არ არის.ასე შეაფასა მან ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის 4 მარტის პროგრამა "60 წუთის " სიუჟეტი, სადაც საქართველოში ჩეჩენი ბოევიკების არსებობის შესახებ ინფორმაციას უშიშროების ქართველი ოფიცერი იძლევა. პრერზიდენტის აზრით, დაუჯერებელია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე 150-მდე ბოევიკი გადის, რომლებიც საქართველო-თურქეთის საზღვარს კვეთენ და მათ არსად აკავებენ. მისი განცხადებით, რეტუშირებული სახის ჩვენება და სხვა წყაროს მიუთითებლობა სპეციალურად ხდება, რომ გავრცელდეს ხმები საქართველოში ბოევიკების არსებობის შესახებ. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც კატეგორიულად უარყო ანტიტერორისტული ცენტრის მიმართ გამოთქმული ბრალდება ჩეჩნეთში იარაღისა და ბოევიკების უკანონო ტრანზიტის შესახებ. უცნობი რესპოდენტის ინტერვიუში გამოთქმული ბრალდებები "აშკარა ცილისწამებაა". სამინისტროს პრეს-სამსახური აღნიშნავს, რომ წერილობით მიმართა გადაცემის ავტორ აკაკი გოგიჩაიშვილს, ობიექტურობის დაცვის მიზნით, სამინისტროში ან პროკურატურაში ვიდეომასალის გადმოგზავნის წინადადებით, მაგრამ ამ წინადადებას რეაქცია არ მოჰყოლია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ "60 წუთის" საავტორო ჯგუფმა სიმართლე შეგნებულად დაამახინჯა. გადაცემა სპეცსამსახურის დისკრედიტირების მიზნით სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან დათხოვილი თანამშრომლების ბრალდებებს იყენებს. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს წარმომადგენელმა გენერალური პროკურატურისაგან გადაცემა "60 წუთის" წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test