შემოგვიერთდი

04.03.2001 20:00

პრეზიდენტი შევარდნაძე ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე იზრუნებს

David Mchedlidze
მედია მედიის შესახებ

წყარო: საინფორმაციო სააგენტო "კავკას-პრესი"
სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გონივრულად მიიჩნევს წინადადებას, ჟურნალისტებზე ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმები ერთიან კონტროლზე საქართველოს გენერალურმა პროკურორმა აიყვანოს. ჟურნალისტებზე თავდასხმის არც ერთი დაფიქსირებული ფაქტი ბოლომდე გამოძიებული არ არის. რაც შეეხება თავდასხმებისადმი პრეზიდენტის დამოკიდებულებას, მან განაცხადა, რომ გაზეთ "მერიდიანის" მთავარ რედაქტორზე, თამაზ ცერცვაძეზე განხორციელებული თავდასხმის შესასწავლად სპეციალური რეზოლუცია მიიღეს. ხოლო დანარჩენი 16 შემთხვევა, ალბათ, ერთიანი განხილვისა და ანალიზის თემად უნდა იქცეს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test