შემოგვიერთდი

22.02.2001 20:00

ჟურნალისტი სიმართლის დადგენას გენერალურ პროკურორს სთხოვს

David Mchedlidze
მედია მედიის შესახებ

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"
2 მარტს გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნდა ამავე გაზეთის კორესპონდენტის გიორგი კაპანაძის მიმართვა საქართველოს გენერალური პროკურორისადმი. ჟურნალისტი გენერალურ პროკურორს, გია მეფარიშვილს სიმართლის დადგენას, საქმის ობიექტურად გამოძიებას და, შესაბამისად, დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას სთხოვს. 1999 წლის 14 ოქტომბერს საგზაო პოლიციის მუშაკებმა ჟურნალისტ გიორგი კაპანაძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გამოძიებამ ბრალი მხოლოდ ერთ მათგანს, დევნოზ გაბათაშვილს წაუყენა. გიორგი კაპანაძის თქმით, მან საბრალდებლო დასკვნას იმ იმედით მოაწერა ხელი, რომ დანარჩენების პასუხისმგებლობის საკითხს სასამართლო-სამსჯავრო გამოძიების დროს დააყენებდა. მაგრამ უკვე 3 თვეზე მეტია, სისხლის სამართლის ეს საქმე პროკურატურაში ყოველგვარი რეაგირების გარეშე დევს. გამოძიებას აქვს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რათა საქართველოში ერთხელ მაინც აგონ პასუხი იმ ჩინოვნიკებმა, რომლებიც ჟურნალისტებს სცემენ – ნათქვამია მიმართვაში. "საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია" შეშფოთებას გამოქვამს ჟურნალისტთა შეურაცხყოფისა და მათი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმეების გამოუძიებლობის გამო. ასოციაციამ განცხადებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს, გია მეფარიშვილს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლების მხრიდან მასმედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში არსებული პრობლემების იგნორირება, უპატივცემულობის გამოჩენა და კრიმინალთა წახალისებაა. ასეთი შეფასება შეიძლება მიეცეს გაზეთ "რეზონანსის" კორესპონდენტის გიორგი კაპანაძის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით 2 წლის წინ დაწყებულ გამოძიებას. მოგმართავთ თხოვნით, უმოკლეს ვადაში შესაბამისი რეაგირება მოახდინოთ ამ და სხვა გამოუძიებელ საქმეებთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიტოვებთ პასუხისმგებლობას, რომ საქართველოს პროკურატურის უმოქმედობა საერთაშორისო მასშტაბით გავაპროტესტოთ – აღნიშნულია მიმართვაში

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test