შემოგვიერთდი

20.02.2001 20:00

ინტერვიუ პროგრამა “P.S.” წამყვან დათო კიკალიშვილთან

David Mchedlidze
მედია მედიის შესახებ

წყარო: გაზეთი "ახალი თაობა"
გაზეთ "ახალ თაობაში" გამოქვეყნდა ინტერვიუ ტელეკომპნია"რუსთავი-2"-ის პროგრამა "P.S." წამყვან დათო კიკალიშვილთან. მისი თქმით, მას შემდნგ, რაც გადაცემა "კვირა" შაბათმა "P.S"-ით შეცვალა, მისთვის "მშფოთვარე კვირის აღქმაც" ცოტათი შეიცვალა იმიტომ, რომ თითქოს უფრო "დინამიურ ცხოვრებაში ჩავებით და უფლება მოგვეცა უფრო აგრესიულები და მრავლისმომცველები ვყოფილიყავით". რაც შეეხება პროგრამა "P.S", მასში ახალი რუბრიკა გაჩნდა, სახელწოდებით "პრესა". როგორც დათომ განმარტა, რუბრიკის მიზანია გაგვაცნოს კვირის განმავლობაში სხვადასხვა გაზეთში როგორ შუქდება ერთი თემა. მათ სურთ ითანამშრომლონ ჟურნალისტებთან, რედაქტორებთან. ერთი მხრივ, ეს ბეჭვდით მედიას დაეხმარება, მეორეს მხრივ, პროგრამაში უფრო მრავალფეროვანი ინფორმაციაგვექნება, რაც დაგვეხმარება უფრო ფართო სპექტრი მოვიცვათ იმ ამბებისა, რომელიცკვირის განმავლობაში გაშუქდა – აღნიშნა კიკალიშვილმა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test