შემოგვიერთდი

25.01.2013 19:50

„ტელეკომპანია პიკის“ ერთ–ერთ მფლობელს ვანო მერაბიშვილმა პრემია გადაურიცხა-"ლიბერალი"

მედია მედიის შესახებ

შპს “ტელეკომპანია პიკის” ერთ - ერთ მფლობელს დარიუს იურგილევიჩუსს ყოფილმა პრემიერმა ივანე მერაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 3 ოქტომბერს პრემიის სახით  5 ათას 300, ხოლო 18 ოქტომბერს 3 ათას 300 ლარი გადაურიცხა -ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ლიბერალი“ ავრცელებს.

„ლიბერალის“ ცნობით, საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან მივღებული დოკუმენტის თანახმად, იურგილევიჩუსს პრემია, როგორც კანცელარიის შტატგარეშე მოსამსახურეს  დაერიცხა. ბრძანებას ხელს ივანე მერაბიშვილი აწერს.

„ლიბერალისთვის“ უცნობია რა საქამიანობას ეწეოდა იურგილევიჩუსი კანცელარიაში.

პრემიის ჩარიცხვიდან რამდენიმე დღეში იურგილევიჩუსი “ტელეკომპანია პიკის” მფლობელი  გახდა. ტელეკომპანიის 60 პროცენტიანი წილი 29 ოქტომბერს, 4 დღის შექმნილ კომპანია “შვიესას” გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ “შვიესამ”5 წლის განმავლობაში, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, მილიონ ხუთასი ათასი ლარის ინვესტიციის განახორციელების ვალდებულება აიღო. „შვიესას“ დამფუძნებელი და დირექტორი სწორედ ლიტველი დარიუს იურგილევიჩუსია.

„ტელეკომპანია პიკი” საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხს “პიკს” მართავდა. „პიკსა“ და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის დავა 2012 წლის ოქტომბერში სატელევიზიო სიგნალის სატელიტზე არასანქცირებული აწევის გამო დაიწყო. შედეგად, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და „პიკს“ შორის ყველა ხელშეკრულება გაუქდა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბიუჯეტში თანხის არქონის გამო „პიკის“ დაფინანსებაზე უარი თქვა. შესაბამისად, „პიკი“ უსახსროდ დარჩა.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test