შემოგვიერთდი

25.01.2013 19:45

SES და მაგთისატი ერთწლიან თანამშრომლობას ახალი მოცულობით აღნიშნავენ

ციფრული მაუწყებლობა

თბილისი, 24 იანვარი, 2013 – SES (Euronext პარიზის და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟაზე: SESG) და მაგთიკომმა, საქართველოს სატელეკომუნიკაციო კომპანიამ, პირველი DTH (direct-to-home) ტელევიზიის თანამგზავრული პლატფორმის - მაგთისატის ერთი წლის მუშაობის წლისთავთან დაკავშირებით გააფორმეს ხელშეკრულება ASTRA-ს მეოთხე ტრანსპორდერზე, ორბიტული მდებარეობით 31.5° აღმ.

მაგთიკომი ისარგებლებს SES–ის ოთხი გადამცემით, რომლის საშუალებითაც 100–მდე პოპულარულ ქართულ და უცხოურ ციფრულ, მათ შორის მაღალი გარჩევადობის (HD) არხებს შესთავაზებს თავის 40,000-მდე მომხმარებელს მთელი ქვეყნის მასშტაბით.ოპერატორი მაუწყებლობას DVB-S2 სტანდარტით და  MPEG-4 ფორმატით განახორციელებს.

ორბიტული მდებარეობა 31,5 გრადუსი აღმოსავლეთით  შესაძლებელს გახდის მაუწყებლობის სწრაფ განვითარებას ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში და რეგიონში SD და HD მომსახურებაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ლარს პ. რაიშელტი, მაგთიკომის გენერალური დირექტორი: „ჩვენი მიზანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით მაღალი ხარისხის თანამგზავრული ტელემაუწყებლობა მივაწოდოთ მაყურებელს. მაგთისატმა უკვე მყარად დაიმკვიდრა ადგილი ქვეყნის სატელევიზიო ლანდშაფტში. ჩვენ გვახარებს ის ფაქტი, რომ მომხმარებელი კმაყოფილია ჩვენი მაუწყებლობის ხარისხით. მაგთისატი ხელს უწყობს საქართველოს დაჩქარებულ გადასვლას ციფრულ ტელემაუწყებლობაზე".

ნორბერტ ჰოლზლ, SES-ის კომერციული პრეზიდენტი ევროპაში, აცხადებს: „ვულოცავთ მაგთიკომს, რომ მან შეძლო ოპერირების პირველი წარმატებული წლის შედეგად რეგიონში  DTH პლატფორმის მაღალი სტანდარტი დაენერგა. ჩვენ გავაერთიანეთ სატელეკომუნიკაციო მომსახურების სფეროში მაგთიკომის წარმატებული საქმიანობა და SES-ის გამოცდილება მაღალხარისხიანი სატელევიზიო სიგნალის მიწოდების საქმეში, რის შედეგადაც საქართველოს მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა, თანამგზავრის მეშვეობით მიეღო საუკეთესო თანამგზავრული სატელევიზიო არხები. ჩვენ კვლავაც ერთობლივად ვიმუშავებთ, რათა უახლოეს წლებში უფრო და უფრო მეტი არხი მივაწოდოთ მომხმარებელს“.

კომპანია SES

SES  თანამგზავრული მაუწყებლობის წამყვანი ოპერატორია, რომელსაც 52 გეოსტაციონარული თანამგზავრი აქვს. კომპანია სატელიტურ საკომუნიკაციო სერვისს აწვდის ტელე–მაუწყებლებს, ინტერნეტ პროვაიდერებს, მობულირ და ფიქსირებულ ოპერატორებს, ბიზნეს და სახელმწიფორ ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მაშტაბით.

SES-სათვის პრიორიტეტულია ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობა, მაღალხარისხიანი მომსახურება და პროფესიონალიზმი მსოფლიოს სამაუწყებლო ინდუსტრიაში. კომპანიის რეგიონალურ ჯგუფებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში მუშაობენ, მჭიდრო ურთიერთობა აქვთ მომხმარებელთან, რათა გაითვალისწინონ და მაქსიმალურად დააკმაყოფილონ მისი მოთხოვნები.

SES (Euronext პარიზის და ლუქსემბურგის  საფონდო ბირჟაზე: SESG) ფლობს და მართავს ASTRA Satellite System–ს. ის ფლობს წილს კანადისა („Ciel“)  და მექსიკის („QuetzSat“) თანამგზავრულ კომპანიებში, ასევე - სტრატეგიულ წილს O3b Networks-ის თანამგზავრული ინფრასტრუქტურის გაშვებაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.ses.com.

 

მასალა მომზადებულია სატელიტური ოპერატორის SES-ის მიერ  

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test