შემოგვიერთდი

17.08.2012 14:15

ციფრულ ტელევიზიაზე გადასვლის საერთაშორისო გამოცდილება

David Mchedlidze
ციფრული მაუწყებლობა

მსოფლიო თანდათან ციფროვნდება. ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით აცხადებენ თავიანთ სურვილს, გადავიდნენ ანალოგური ტელერადიომაუწყებლობიდან ციფრულ მაუწყებლობაზე. ერთი რამ ყველასათვის ნათელია - ადრე თუ გვიან,  ციფრული მაუწყებლობა მთლიანად შეცვლის ანალოგურს.

ცნობილია, რომ 2011 წლის შემოდგომაზე უკრაინაში მაუწყებლობა დაიწყო ციფრულმა ქსელმა, კომპანია "ზეონბუდი" -ს ხელმძღვანელობით. უკრაინაში დაიწყო DVB-T2/MPEG4 ფორმატის ციფრული ტელემაუწყებლობა. 2006 წლის ჟენევის კონვენციის თანახმად, 2015 წლისთვის უკრაინა მთლიანად უნდა გადავიდეს ციფრულ მაუწყებლობაზე. ამასთან დაკავშირებით 2015 წლის 17 ივნისამდე უკრაინაში მთლიანად უნდა გამოირთოს ანალოგური მიწისზედა მაუწყებლობა. დღეისათვის უკრაინაში 50%-ზე მეტი მაყურებელი უყურებს ტელევიზორს მიწისზედა ანალოგური სიგნალის მიღებით. ციფრზე გადასვლა შეეხება 10 მილიონზე მეტ ოჯახს, რომლებიც არ იღებენ ტელესიგნალს კაბელის, თანამგზავრული ანტენის ან ინტერნეტის მეშვეობით.

ციფრულ ტელევიზიაზე გადასვლა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. შედეგები ანალოგური მაუწყებლობის გამორთვის შემდეგ ჩნდება- ცვლილებები აუდიოვიზუალური მედიის ბაზარზე, ინფორმაციის თავისუფალი ცირკულირება საზოგადოებაში, მობილური ინტერნეტის განვითარება და ახალი საკომუნიკაციო მომსახურებები. " ციფრზე" გადასვლამ დადებითად  უნდა იმოქმედოს  ტელევიზიის შესაძლებლობაზე,  განახორციელოს საჯარო ფუნქციები და უზრუნველყოს ადამიანთა უფლებების დაცვა ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე .  სწორედ ამიტომ უკრაინის "გაციფროვნების" პროცესი სულ უფრო  სწრაფად მიმდინარეობს.

საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე,  ციფრულ ტელევიზიაზე გადასვლა უზრუნველყოფს მომხმარებლებს მთელი რიგი უპირატესობებით: ხმის და გამოსახულების უმაღლესი ხარისხი, ფართო ფორმატი, მაღალი გარჩევადობა (HD), უფრო მეტი არხის გადაცემის შესაძლებლობა, მეტი ინფორმაცია იმავე სიხშირეებზე, მეტი თანდართული მონაცემები (ინტერაქტიურობა). შეგახსენებთ, რომ სატელევიზიო სიგნალის მოღების რამოდენიმე საშუალება არსებობს: თანამგზავრული, მიწისზედა, საკაბელო და ინტერნეტ ტელევიზია.

ანალოგური მაუწყებლობლობა უკვე შეწყდა შემდეგ ქვეყნებში: ჰოლანდია, ფინეთი, ანდორა, შვედეთი, შვეიცარია, გერმანია, კუნძული მენი, დანია, ნორვეგია, ბელგია, ესპანეთი, ლატვია, ესტონეთი, ჯერსი და გერნსი, სლოვენია, ლუქსემბურგი, ისრაელი, ავსტრია, მონაკო, შოტლანდია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, სერბეთი.

ეს ქვეყნები შეიძლება დავყოთ სამ მთავარ ჯგუფად საუკეთესო სიგნალის მიღების ხარისხის მიხედვით:
- "საკაბელო" ქვეყნები, სადაც აუდიტორიის 90%-ი  სიგნალს კაბელის მეშვეობით იღებს (ჰოლანდია, ლუქსემბურგი);
- "ჰიბრიდული" ქვეყნები, სადაც მაყურებლის 50% -ზე მეტი იღებს სიგნალს კაბელის მეშვეობით ( დანია, გერმანია, ავსტრია);
- "მიწისზედა" ქვეყნები, რომლებშიც დომინირებს მიწისზედა მიღება (საბერძნეთი, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი).

ციფრულ ტელევიზიაზე გადასვლის პროცესს თან ახლავს ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება მაუწყებლობის სტრუქტურაში. ძირითადად იცვლება მიდგომა სიგნალის გავრცელებაში. ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის უმეტეს ქვეყნებში  ანალოგური მაუწყებლობის მიმღები ანტენებით თითქმის აღარავინ სარგებლობს . ამ ეტაპზე  ლიდერობს თანამგზავრული და საკაბელო მაუწყებლობა, ასევე ვითარდება ე.წ.  ინტერნეტ ტელევიზია (IPTV).

ცნობილია, რომ აშშ -ში არამხოლოდ გადავიდნენ ციფრულ ტელემაუწყებლობაზე, არამედ მთლიანად ცვლიან არსებულ სტანდარტს მაღალი გარჩევადობის სტანდარტზე (HDTV). ამერიკა მანამდე ყველაზე ცუდი სატელევიზიო სტანდარტით ხელმძღვანელობდა: 525 ხაზი NTSC.  ხუმრობით მას შიფრავდნენ როგორც «Never twice the same color» («არასოდეს ორჯერ ერთი და იგივე ფერი"). სსრკ დროს აირჩიეს საუკეთესო სტანდარტი "625 ხაზი", რომელიც შემდეგ შეცვალეს SECAM-ის სისტემით.

2008 წლისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში 1640-დან 1566 ადგილობრივი სადგური ციფრულ სტანდარტზე გადავიდა. 2009 წლის 12 ივნისს აშშ მთლიანად გადავიდა ციფრულ მაუწყებლობაზე. 109 მილიონი ამერიკული ოჯახიდან 97,9 % -ს შეუძლია მაღალი გარჩევადობის ტელევიზიის მიღება. ოთხი ამერიკული ქსელი - CBS, NBC, PBC, UPN - ყველა გასართობი და სპორტული პროგრამა, დიდი ხანია მუშაობს  HDTV სტანდარტით.  2005 წელს იქ გაიყიდა იყო 9,8 მილიონი HDTV მიმღები, 2006 წელს - 18,2 მილიონი. 2009 წლისთვის მიმღების გაყიდვების წლიური შემოსავალმა 33,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა ( 2005-ში მან უკვე  17 მილიარდს მიაღწია). 2009 წელს აშშ-ში გადაწყდა მთლიანად გათიშულიყო ანალოგური მაუწყებლობა და დაიწყო ციფრული ყუთების ( სეტბოქსების) დამონტაჟება მოსახლეობისთვის.

2005 წლის მარტისთვის იაპონიაში გაიყიდ თითქმის 2,7 მილიონი ტელევიზორი და ციფრული ყუთი, რომლის საშუალებითაც იღებენ ციფრულ სიგნალს. მიმდინარე  წლის განმავლობაში ციფრული მიმღებების გაყიდვების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა. კომპანია Sony Europe -მა მაშინ განაცხადა, რომ 2006 წლიდან წყვეტს ანალოგური ტელემიმღებების წარმოებას, რომ ქვეყნებში, სადაც ჯერ კიდევ არ არის ციფრული მაუწყებლობა, გაყიდიან ტელევიზორებს, რომლებსაც შეეძლებათ როგორც ანალოგური ასევე ციფრული სიგნალის მიღება.

2006 წელი ციფრული მაუწყებლობისთვის გახდა გადამწყვეტი, ევროპაში დაიწყო "სწრაფვა" HDTV, ინტერნეტ- და მობილურმა ტელევიზიების მიმართ. 2006 წლის ბოლოს 65 მილიონი ოჯახი გადაერთო  ციფრული ტელევიზიის მიღებაზე. ევროპაში ციფრულზე  გადასვლის ტემპი ძირითადად ორი ფაქტორით განისაზღვრება: შეთავაზებული პროგრამებით (კონტენტით) და ციფრული ყუთი (სეტბოქსის) ღირებულებით. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარს გადამწყვეტი როლი აქვს, არსად მსოფლიოში ტელე  და რადიომაუწყებლობა მთლიანად ბაზარს არ მიეკუთვნება. აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიასა და იაპონიაში ლიცენზიის გაცემა პირველ რიგში არა პოტენციური მოგებაზეა  დამოკიდებული, არამედ იმაზე, თუ რამდენად აკმაყოფილებს ტელე  ან რადიოსადგური ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს ან მთლიანობაში საზოგადოებას.

გადასვლის სტრატეგია ყოველ ქვეყანაში განსხვავებულია. დიდ ბრიტანეთსა და შევედეთში გადასვლა ერთობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდა ("ეროვნული მოდელი"), ასევე მოხდა ესპანეთში, დანიასა და საფრანგეთშიც. ეს მიდგომა საშუალებას აძლევს ყველა მაცხოვრებელს  ერთდროულად ისარგებლოს ციფრული მაუწყებლობის უპირატესობებით. გერმანიაში "რეგიონულუ გზა" აირჩიეს, როდესაც გადასვლა რეგიონების მიხედვით ხდება. ესეთი გადასვლის სტრატეგია უფრო ახლოა რუსეთისთვის, უზბეკეთისთვის, უკრაინისა და  დსთ-ს  სხვა ქვეყნებისთვის.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში  აუდიტორიას  შეუძლია დროებით დაკარგონ მიწისზედა მაუწყებლობის ნაწილი, ეს ხდება მაშინ,  როცა წყდება  ანალოგური მაუწყებლობა (სიხშირე საჭიროა ციფრულისთვის), ციფრული კი ჯერ კიდევ არ არის დაწყებული. სწორედ ასე მოხდა შვეიცარიის რამდენიმე რეგიონში. როგორც საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს, ციფრულ მაუწყებლობაზე  წარმატებული გადასვლისთვის   საჭიროა კონსენსუსი ხელისუფლებას, მაუწყებლებებს, ოპერატორებს, მრეწველებსა  სფეროსა  და მაყურებლებს შორის.

მასალა აღებულია http://mavise.obs.coe.int/-დან

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test