შემოგვიერთდი

01.08.2012 07:20

„მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი“ დუშეთის გამგეობას უჩივის

ნატა ძველიშვილი
მედია მედიის შესახებ

გაზეთი „ახალი თაობის“ ცნობით, "მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი“ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო სასამართლოში უჩივის. ცენტრის ხელმძღვანელის, გელა მთივლიშვილის თქმით, 2012 წლის 9 ივლისს გამგეობიდან  სოფლის დახმარების პროგრამასთან დაკავშირებული ინფორმაცია გამოითხოვეს. კერძოდ, ცენტრი ითხოვდა იმ თანხის ოდენობას, რაც დუშეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო, აგრეთვე აინტერესებდათ, რომელ სოფელს რა თანხა შეხვდა, რა გაკეთდა თითოეულ სოფელში და რომელმა კომპანიებმა შეასრულეს სამუშაოები.

გამგეობამ ეს ინფორმაცია კანონით დადგენილი მაქსიმალური ვადის, 10 დღის შემდეგაც არ მიაწოდა. ამის შემდეგ ცენტრმა ადმინისტრაციული საჩივრით დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს მიმართა.

„გასაჩივრების მიუხედავად, საჯარო ინფორმაცია დღემდე ვერ მივიღეთ და არც ის გვაცნობეს, გამგეობამ მიიღო თუ არა წარმოებაში, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ სასამართლოსთვის მიგვენართა“, - აღნიშნავს გელა მთივლიშვილი.

კონკურსები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან