შემოგვიერთდი

26.07.2012 07:34

ფაქტები და ციფრები ევროპაში HD–ტელევიზიის განვითარების შესახებ

მაია წიკლაური
ციფრული მაუწყებლობა

როგორც ჩანს, ევროზონის კრიზისი  ევროპაში HD ტელევიზიის განვითარების ტემპებს არ შეხებია. MAVISE–ის  (ევროკავშირის არხების მონაცემთა ბაზის) ბოლო მონაცემები ცხადყოფს, რომ მხოლოდ 2011 წლის განმავლობაში HD არხების რაოდენობა 48,8%–ით გაიზარდა.  უფრო მეტიც – ზუსტად ახალი  HD არხები სატელევიზიო ბაზრის განვითარების ძირითადი ფაქტორი გახდა, რითაც პირველობა ჩამოართვა სპორტულ არხებს, რომლებიც გავლენას სატელევიზიო ბაზრის განვითარებაზე აქამდე ახდენდნენ. 

2011 წლის ბოლოს ევროპაში დაახლოებით 612 HD არხი მაუწყებლობდა, სიმულქასთინგის (ანალოგური და ციფრული სიგნალის ერთდროულად მაუწყებლობის პროცესი) პერიოდში, SDარხების ერთდროული ტრანსლაციების ჩათვლით. 2004 წელს კი ASTRA–ს თანამგზავრებზე მხოლოდ 3 HD არხი მაუწყებლობდა.

სურ. 1.

HD არხების რაოდენობის ზრდა ASTRA–ს თანამგზავრებზე 

HD არხების თემატიკაში ლიდერობს სპორტი, მას მოყვება კინოფილმები. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სპორტული თემატიკა არ დომინირებს – მას HD კონტენტის მხოლოდ 20% ეთმობა.

სურ 2. HD-არხების თემატიკა

 

წყარო: MAVISE/ European Audiovisual Observatory (Yearbook 2011)

 

HD ეკრანების გაყიდვების მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ HD მაუწყებლობის ბუმის გამომწვებ ძირითად ფაქტორს ისეთი ოჯახური მეურნეობების რაოდენობის ზრდა წარმოადგენს, რომლებიც HD გამოსახულების მისაღებად მზად არიან. რა თქმა უნდა, HD–ტელევიზორების გაყდვების ზრდა ფასების ვარდნის სტიმულირებას ახდენს.  2005 წლის შუა პერიოდში HD-Ready ტელევიზორების ფასი 1500-2000 ევროს ფარგლებში მერყეობდა, მაშინ როდესაც HD-Ready 1080p ეკრანის ღირებულება 4500 ევროს მაჩვენებელს აღწევდა.  2011 წელს კი ფასის მაჩვენებელმა, მომხმარებლების გასახარად, თავის მინიმალურ ნიშნულს, 264 და 598 ევროს მიაღწია.    

სურ 3.

HD-ეკრანების გაყიდვები ევროპაში

количество плоских экранов в млн. - ბრტყელი ეკრანების რაოდენობა, მლნ

 

ამავდროულად ევროპელები უპირატესობას არცთუ დიდ ეკრანებს ანიჭებენ.   გაყიდული ტელევიზორების დაახლოებით 2/3–ის დიაგონალი არ აღემატება 32 დიუმს. ამ დროს 40–დიუიმიანი დიაგონალის მქონე HD ეკრანიანი ტელევიზორების წილი ბაზარზე მუდმივად იზრდება და დღეს საერთო გაყიდვების თითქმის მესამედს აღწევს.

სურ. 4. გაყიდვაში მყოფი HD–ტელევიზორების ზომები,  დეკემბერი 2011

წყარო: GfK Retail and Technology, დეკემბერი 2011

 

მიუხედავად იმისა, რომ შინამეურნეობების 2/3 უკვე ფლობს HD–ტელევიზორებს, ფასიან, ან უფასო HD–მაუწყელობას ჯერჯერობით მხოლოდ მესამედი იღებს. ამავდროულად HD–კონტენტის მიწოდების დომინირებულ პლატფორმად თანამგზავრი რჩება. ევროპაში HD–კონტენტსმხოლოდ 29 მილიონი ოჯახი იღებს, 80% მათ შორის – ASTRA–ს თანამგზავრებისგან.

სურ 5.  

მინაწერი: HD-შინამეურნეობები დასავლეთ/აღმოსავლეთ ევროპაში

შინამეურნეობები ევროპაში თანამგზავრული HD–ით

Распространенность HD-сигнала в Западной Европе:46% - თანამგზავრული  HD–სიგნალის გავრცელებადობა დასავლეთ ევროპაში: 46%

Распространенность HD-сигнала в Восточной Европе:29% - თანამგზავრული  HD–სიგნალის გავრცელებადობა აღმოსავლეთ ევროპაში:29%

 

Screen Digest-ის პროგნოზების თანახმად, 2015 წლამდე ევროპული ოჯახების 80%–ზე მეტს ექნებათ HD-ready ეკრანები, მათ შორის 50% უყურებს HD-არხებს. HD-კონტენტის მიწოდების სხვადასხვა მეთოდებს შორის  ლიდერობს თანამგზავრი – თავისი მაღალგამტარუნარიანობისა და ტერიტორიის 100% დაფარვის შესაძლებლობის გამო. რაც შეეხება ევროპის კონტინენტზე თანამგზავრული HD-არხებს პროგნოზულ რაოდენობას, Euroconsult–ის მონაცემებით, 2015 წელს ის დაახლოებით 1400-ს მიაღწევს.

სურ 6.

პროგნოზი: თანამგზავრული HD-არხები ევროპაში

 მასალა მომზადებულია სატელიტური ოპერატორის SES-ის მიერ

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test