შემოგვიერთდი

11.07.2012 13:58

SES-5 ახალ სატელიტურ მოცულობას მიაწვდის სხვადასხვა სიხშირის დიაპაზონებში ევროპას, აფრიკას და ახლო აღმოსავლეთს

მაია წიკლაური
ციფრული მაუწყებლობა
Launch SES (photo: )

SES–ის 51–ე თანამგზავრი ორბიტაზე ILS Proton–ის წარმატებული გაშვების შემდეგ SES–ის სატელიტმა ასევე მიიღო EGNOS ტვირთები ევროკომისიისთვის ბაიკონური, ყაზახეთი და ლუქსემბურგი – 10 ივლისი, 2012 წელი – SES S.A. (Euronext პარიზის და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟა: SESG) განაცხადა რომ 10 ივლისს,  ბაიკონურის დროით  00:38:30 საათზე (20:38:30 CET და 14:38:30 EDT 9 ივლისი, 2012) სატელიტი SES-5 გავიდა კოსმოსში ILS Proton Breeze M-ის ბორტზე. 9 საათსა და 12 წუთის  შემდეგ კოსმოსური აპარატი SES-5 მზიდ Breeze M "Proton" - ს გამოეყო და გეოსტაციონარული ორბიტაზე წარმატებით გავიდა.

თანამგზავრი SES-5 დაპროექტებული და დამზადებული იქნა წამყვანი კომერციული სატელიტების მწარმოებელი კომპანიის Space Systems/Loral (SS/L)-ის მიერ სპეციალურად SES–თვის. 

კოსმოსური ხომალდი, ორბიტალური მდებარეობით 5 გრადუსი აღმოსვლეთით, წარმოდგენილია 36 აქტიური Ku-დიაპაზონის ტრანსპონდერითა და 24–მდე აქტიური C-დიაპაზონის ტრანსპონდერით. SES-5–ს აქვს ორი Ku-დიაპაზონის სხივი, ერთი ემსახურება სკანდინავიის და ბალტიისპირეთის ქვეყნების მომხმარებლებს, მეორე კი საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკას. სატელიტს ასევე გააჩნია ორი C-დიაპაზონის სხივი, ერთი გლობალური დაფარვით და მეორე ნახევარსფერული დაფარვით, რომელიც მოიცავს ევროპას, აფრიკას და ახლო აღმოსავლეთს. სატელიტი უზრუნველყოფს Ka-დიაპაზონის კავშირის აღმავალი ხაზის სიმძლავრეს, რომელიც მოსახერხებელი ოპერაციების განხორციელების საშუალებას იძლევა ევროპასა და აფრიკას შორის. SES-5 შექმნილია, რომ მაღალი ხარისხის გამოსახულება და ინტენსიური დაფარვა უზრუნველყოს შემდეგი სერვისებითვის: DTH (პირდაპირ სახლში), ბროუდბენდი, საზღვაო კომუნიკაცია, GSM ტრანსლაცია, VSAT პროგრამული სისტემები ევროპაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში.

SES-5 ასევე აღჭურვილია სასარგებლო დატვირთვის L-დიაპაზონით ევროპული გეოსტაციონალური სანავიგაციო დაფარვის სერვისისთვის (EGNOS). EGNOS-ი, რომელიც შემუშავებული იყო ევროკომისიითვის, მნიშვნელოვნად დაეხმარება ევროპის სანავიგაციო სიგნალების შემოწმებასა და გაუმჯობესებაში და მიაწვდის ინფორმაციას მდებარეობის სიზუსტისა და სანდოობის შესახებ. 

SES–ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორი რომან ბაუშმა განაცხადა: „SES-5 უკვე მეორე წარმატებული სატელიტის გაშვებაა SES-ისათვის 2012 წლის განმავლობაში რაკეტამზიდი ILS PROTON-ის დახმარებით და მესამე SES სატელიტი, რომელიც Space Systems/Loral–ის დახმარებით იქნა განთავსებული გასული 9 თვის განმავლობაში. უფრო მეტიც SES-5 უზრუნველყოფს სასარგებლო დატვირთვის EGNOS-ის გაშვებას ევროკომისიისთვის. ახალი მძლავრი სატელიტი SES–ის გლობალურ თანამგზავრთა ფლოტში ორმოცდამეთერთმეტე სატელიტია. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გამშვებ ჯგუფს Space Systems/Loral, ILS, Khrunichev და თავად  SES–ს, ერთგული სამსახურისთვის, რამაც საბოლოოდ განაპირობა პროექთის წარმატება. ჩვენ ასევე გვინდა მადლობა გადავუხადოთ ევროკომისიას SES-ის მიმართ გამოჩენილი ნდობისათვის. ორბიტაზე გულმოდგინე ტესტირების შემდეგ, კომპანია SES–სა და ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ მოუთმენლად ელოდონ SES-5–ის მიერ მიწოდებულ ახალ სატელიტურ მოცულობას ევროპაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში."

ევროკომისიის ვიცე–პრეზიდენტმა ინდუსტრიისა და ბიზნესის მიმართულებით ანტონიო  ტაჯანიმ განაცხადა: „ ეს ახალი EGNOS გაშვება ცხადყოფს ევროკომისიის სწრაფვას, რომ პოზიციონირების სიგნალები ევროპის მოსახლეობასა და ბიზნესებს მიეწოდება მაქსიმალური სიზუსტით. ეს მრავალ ბიზნეს შესაძლებლობას უხსნის გზას დღეს და მომავალშიც, განსაკუთრებით როცა EGNOS-ი დაიწყებს მუშაობას Galileo–სთან. Galileo ოპერატიული გახდება 2014 წელს.“

ILS–ის პრეზიდენტმა ფრანკ მაკქენამ თქვა: „ILS და SES პარტნიორები არიან უკვე 16 წელია. ჩვენი თანამშრომლობა SES’ Astra–ას 1F satellite-ის გაშვებით დაიწყო. მას შემდეგ ILS Proton–მა SES–ის 21 სატელიტი გაუშვა, რომლებიც სატელეკომუნიკაციო სერვისით უზრუნველყოფს მრავალირცხოვან მომხმარებელს მთელს მსოფლიოში. ჩვენ გვაქვს პატივი, რომ გავუშათ მძლავრი SES-5 სატელიტი SES-თვის, რომელიც მოიცავს ESA–ს ტვირთის ადგილს. ის საშუალებას აძლევს მომავალ L-დიაპაზონს ემსახუროს EGNOS სისტემას ევროპაში. ჩვენ ველოდებით მომავალი ILS Proton გაშვების განხორციელებას SES-თან ერთად და ყველაფერს გავაკეთებთ SES-ის თანამგზავრული ფლოტის განვითარებისათვის. “

Space Systems/Loral–ის პრეზიდენტმა ჯონ სელიმ განაცხადა: „ჩვენთვის დიდი პატივია იყო SES–თან ერთად ამ რთულ, მრავალფუნქციურ სატელიტზე მუშაობა. SES-5 ადასტურებს 1300 პლატფორმის მტკიცე შესაძლებლობებს განახორციელოს თანამედროვე კომუნიკაციები და ამავდროულად მიიღოს მნიშვნელოვანი დატვირთვა ევროკომისიისგან. გამშვებ ჯგუფს, კერძოდ ILS, Khrunichev და SES-ს ვულოცავ მათი თავდადებული შრომის შედეგს.“

ცნობა რედაქტორებისთვის:

SES–ის მომდევნო გაშვება იგეგმება 2012 წლის სექტემბერში, როცა ხომალდი Ariane 5 შეუერთდება ASTRA 2F კოსმოსურ ხომალდს. ხომალდი   Astrium–ამ დაამზადა.

დამატებითი ინფორმაციითვის მიმართეთ:

ივეს ფელტესი

მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი

Tel. +352 710 725 311

Yves.Feltes@ses.com

SES–ის შესახებ

SES  თანამგზავრული მაუწყებლობის წამყვანი ოპერატორია, რომელსაც 51 გეოსტაციონარული თანამგზავრი აქვს. კომპანია სატელიტურ საკომუნიკაციო სერვისს აწვდის ტელე–მაუწყებლებს, ინტერნეტ პროვაიდერებს, მობულირ და ფიქსირებულ ოპერატორებს, ბიზნეს და სახელმწიფორ ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მაშტაბით.

SES-სათვის პრიორიტეტულია ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობა, მაღალხარისხიანი მომსახურება და პროფესიონალიზმი მსოფლიოს სამაუწყებლო ინდუსტრიაში. კომპანიის რეგიონალურ ჯგუფებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში მუშაობენ, მჭიდრო ურთიერთობა აქვთ მომხმარებელთან, რათა გაითვალისწინონ და მაქსიმალურად დააკმაყოფილონ მისი მოთხოვნები. 

SES (Euronext პარიზის და ლუხსემბურგის საფონდო ბირჟაზე: SESG) ფლობს და მართავს ASTRA Satellite System–ს. ის ფლობს წილს კანადისა („Ciel“)  და მექსიკის („QuetzSat“) თანამგზავრულ კომპანიებში, ასევე - სტრატეგიულ წილს O3b Networks-ის თანამგზავრული ინფრასტრუქტურის გაშვებაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.ses.com.

 

მასალა მომზადებულია სატელიტური ოპერატორის SES-ის მიერ

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test