შემოგვიერთდი

09.07.2012 08:59

პროტონისა და თანამგზავრი SES-5 -ის გაშვება გადაიდო

მაია წიკლაური
ციფრული მაუწყებლობა

ბაიკონური, ყაზახეთი - 28 ივნისი 2012 წელი - კომპანია ILS-იმ აცნობა SES-ს (Euronext პარიზის და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟა: SESG) იმის შესახებ, რომ პროტონისა და თანამგზავრი SES-5-ის გაშვება გადაიდო  2012 წლის 8 ივლისამდე. გაშვება ბაიკონურის დროით 00:36-ზე მოხდება (7 ივლისს 20:36 ცენტრალური ევროპული დროით და 14:36 აღმოსავლეთის დროით )

SES-5 -ი, რომელიც კომპანია Space Systems/Loral (SS/L)-ის მიერ არის შექმნილი აღმოსავლეთ გრძედის  5 გრადუსზე განლაგდება. თანამგზავრის ბორტზე 36 Ku-დიაპაზონისა და 24 C-დიაპაზონის ტრანსპორდერია. თანამგზავრი ევროპის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიებს დაფარავს.

პირდაპირი ვიდეო ტრანსლიაცია ევროპაში და ინტერნეტ-ტრანსლიაცია მსოფლიოში.

ევროპაში გაშვების ვიდეო ტრანსლიაცია მისაწვდომი იქნება ASTRA-ს თანამგზავრზე 19,2 გრადუსზე ა.გ., არხი - 1,037, სიხშირე - 11023,25 მეგაჰერცი, ჰორიზონტალური პოლარიზაცია, სიჩქარე 22,0 მეგასიმბოლი წამში, FEC 5/6, Service ID 5221, სახელი: SES-5 Launch.

ინტერნეტ ტრანსლიაცია მისაწვდომი იქნება ვებ-საიტზე www.ilslaunch.com. ვიდეო ტრანსლიაცია ადგილიდან დაიწყება პროტონის გაშვებამდე, დაახლოებით ნახევარი საათით ადრე.

დამატებითი ინფორმაციითვის მიმართეთ:

ივეს ფელტესი

მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი

Tel. +352 710 725 311

Yves.Feltes@ses.com

 

 

მასალა მომზადებულია სატელიტური ოპერატორის SES-ის მიერ

SES–ის შესახებ

SES  თანამგზავრული მაუწყებლობის წამყვანი ოპერატორია, რომელსაც 51 გეოსტაციონარული თანამგზავრი აქვს. კომპანია სატელიტურ საკომუნიკაციო სერვისს აწვდის ტელე–მაუწყებლებს, ინტერნეტ პროვაიდერებს, მობულირ და ფიქსირებულ ოპერატორებს, ბიზნეს და სახელმწიფორ ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მაშტაბით.

SES-სათვის პრიორიტეტულია ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობა, მაღალხარისხიანი მომსახურება და პროფესიონალიზმი მსოფლიოს სამაუწყებლო ინდუსტრიაში. კომპანიის რეგიონალურ ჯგუფებს, რომლებიც

მთელ მსოფლიოში მუშაობენ, მჭიდრო ურთიერთობა აქვთ მომხმარებელთან, რათა გაითვალისწინონ და მაქსიმალურად დააკმაყოფილონ მისი მოთხოვნები.

SES (Euronext პარიზის და ლუხსემბურგის საფონდო ბირჟაზე: SESG) ფლობს და მართავს ASTRA Satellite System–ს. ის ფლობს წილს კანადისა („Ciel“)  და მექსიკის („QuetzSat“) თანამგზავრულ კომპანიებში, ასევე - სტრატეგიულ წილს O3b Networks-ის თანამგზავრული ინფრასტრუქტურის გაშვებაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:  www.ses.com

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test