შემოგვიერთდი

29.06.2012 08:48

თანამგზავრული ტელევიზიის ისტორია

მაია წიკლაური
ციფრული მაუწყებლობა
Astra (photo: )

თანამგზავრული  ტელევიზია დაახლოებით 30 წლის წინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაჩნდა. დღეს ყველა განვითარებულ ქვეყანაში სატელიტური ანტენა მრავალსართულიან სახლებზე და კოტეჯებზეა დამონტაჟებული და პეიზაჟის განუყოფელი ნაწილია. თანამგზავრული  ტელევიზია – ეს არის ასეულობით  ტელეარხია მრავალფეროვანი თემატიკით და კარგი ციფრული ხარისით.  

თანამგზავრული ციფრული ტელევიზიის უპირატესობა გამოსახულების და ხმის შედარებით შეიძება დაინახოთ. თანამგზავრის გავლით სიგანალის გადაცემის ტექნოლოგია თავად იძლევა მეტი არხის, უკეთესი ხარისხით ტრანსლირების საშუალებას.  გარდა ამისა,  თანამგზავრული  ტელევიზიის აბონენტი არ არის დამოკიდებული ინფრასტრუქტურაზე – თანამგზავრული ანტენის მონტაჟი კი ნებისმიერ ადგილზეა შესაძლებელი. 

თავდაპირველად თანამგზავრული კავშირის იდეა 1945 წელს  ინგლისელმა არტურ კლარკმა წარადგინა. რადიოტექნიკურ ჟურნალში მან გამოაქვეყნა სტატია რაკეტების პერსპექტივებზე დედამიწის თანამგზავრების გაშვებისთვის, სამეცნიერო და პრაქტიკული მიზნებისთვის.

1957 წელს – სსრკ–მ კოსმოსში პირველი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა, რომლის სიგნალსაც დედამიწაზე იღებდნენ.

1962 წელს – პირველი სატალევიზიო თანამგზავრული სიგნალი პირველად ევროპიდან ჩრდილოეთ ამერიკას თანამგზავრ Telstar-ის მეშვეობით გადაეცა.

1963 წელს – პირველი გეოსტაციონალური კავშირგაბმულობის  თანამგზავრი Syncom 2-ი გაუშვეს.

1963 წელს – სსრკ–ში თანამგზავრული  ტელევიზიის პირველი ეროვნული ქსელი, „ორბიტა“ შეიქმნა.

1965 წელს – პირველი საკომუნიკაციო მსოფლიო კომერციული კავშირგაბმულობის  თანამგზავრი Intelsat I (სახელად Early Bird)

1972 წელს – ჩრდილო ამერიკის პირველი გეოსტაციონალური თანამგზავრი Anik-ი გაუშვეს, რომელიც ტელევიზიის ტრანსლირებას ახდენდა.

1974 წელს –პირველი მსოფლიო ექსპერიმენტალური საგანმანათლებლო და პირდაპირი ტრანსლაციის თანამგზავრი ATS-6 გაუშვეს.

1976 წელს – პირველი საბჭოთა გეოსტაციონარული თანამგზავრი, „ეკრანი“ გაუშვეს, რომელიც სახლში ტელევიზიის პირდაპირ ტრანსლირებას ახდენდა.

პირველად ტელესიგნალის გადაცემისთვის თანამგზავრის გამოყენება პირველი კავშირგაბმულობის თანამგზავრების გაშვების შემდეგ დაიწყეს.

1977 წელს მიიღეს თანამგზავრული  ტელემაუწყებლობის საერთაშორისო გეგმა.  სადაც მითითებული იყო თანამგზავრების პოზიციები გეოსტაციონარულ ორბიტაზე, ასევე სიხშირული არხები, მომსახურეობის ზონები, სიგნალების დონეები და ა.შ.  გეგმის მიხედვით, თითოეულ ქვეყანაში თანამგზავრული ტელევიზიის მეშვეობით ხუთი ნაციონალური პროგრამა უნდა გადაეცათ. საერთაშორისო მაუწყებლობაზე მაშინ საუბარიც არ იყო. ამ გეგმის მიღების დროს, მის განსახორციელებლად ტექნიკური საშუალებები არ არსებობდა. როცა ეს საშუალებები გაჩნდა, რამდენიმე განვითარებულ ქვეყანაში მიწისზედა გადამცემი ქსელი შეიქმნა, რომელიც 2–4 ეროვნული პროგრამის მიღებას უზრუნველყოფდა. მოთხოვნა ამ ქსელის შემდგომ განვითარებაზე არ იყო, ამიტომაც არ იყო აუცილებელი ეროვნული მაუწყებლობისთვის საჭირო განსაკუთრებული გეგმის შემუშავება.  

თუმცა, დაახლოებით იმავე დროს იმ პროგრამების მიმართ, რომლებიც ვიწრო მიზნობრივ აუდიტორიაზე იყო გათვლილი, ინტერესი ნელ-ნელა გაიზარდა. მაგალითად, გაჩნდა ბავშვებზე, დიასახლისებზე, ცხოველებზე, მუსიკის, ან სპორტის მოყვარულებზე გათვლილი პროგრამები, თუმცა მხოლოდ რამოდენიმე ქვეყნის აუდიტორიისთვის. ყველაზე მოსახერხებელი მათ გასავრცელებლად სწორედ თანამგზავრული არხები და მათთან ერთად, გამანაწილებელი ქსელების მრავალარხიანი მიწისზედა კაბელები აღმოჩნდა. 

თავიდან სხვადასხვა გზით ცდილობდნენ გაეკონტროლებინათ არასანქცირებული მიტაცების ფაქტები, რომელიც ფიქსირებული თანამგზავრული ქსელით გადაიცემოდა და ეს ხერხდებოდა კიდეც. მაგრამ თანადათან, ტექნიკის განვითარების გამო,  სიტუაცია შეიცვალა და სიგნალის მიტაცების თავიდან ასაცილებლად გაჩნდა სიგნალის კოდირების აუცილებლობა, რაც ასევე გამოიყენებოდა ფასიანი არხებისთვის.

დღესდღეობით ციფრული თანამგზავრული ტელევიზია სულ უფრო პოპულარული ხდება. ჰოლანდია, ფინეთი, ანდორა, შვედეთი, შვეიცარია, გერმანია, კუნძული მენი, დანია, ნორვეგია, ბელგია, ესპანეთი, ლატვია, ესტონეთი, სლოვენია, ლუქსემბურგი, იზრაელი, ავსტრია, მონაკო, შოტლანდია, კვიპროსი, საფრანგეთი, სერბია უკვე გადავიდნენ ციფრულ მაუწყებლობაზე და უარი თქვეს ანალოგურ მაუწყებლობაზე.

როგორც საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, ციფრულ ტელევიზიაზე გადასვლა მომხმარებლბლებს გარკვეული უპირატესობებით უზრუნველყოფს: გამოსახულებისა და ხმის უფრო მაღალი ხარისხი, ფართო ფორმატი, საკმარისი ტევადობა მაღალი გარჩევადობის  არხებისთვის (HD ხარისხის), უფრო მეტი არხის გადაცემის საშუალება იგივე დანახარჯებით და ინტერაქტიულობა.

 

როგორც ცნობილია, 2012 წლის იანვარში სატელეკომუნიკაციო კომპანია მაგთიკომმა და სატელიტურმა ოპერატორმა SES-მა პირველი თანამგზავრული DTH (direct-to-home platform- პლატფორმა, რომელიც მხოლოდ საშინაო ყურებისთვის არის განკუთვნილი) პლატფორმის "მაგთისატის" გაშვება განაცხადეს. მაგთისატი კომპანია SES-ის კუთვნილი ASTRA-ს თანამგზავრით მაუწყებლობს და  მომხმარებელს 75 ტელეარხს სთავაზობს, რომლებიც მოიცავს როგორც სტანდარტული SD, ისე მაღალი გარჩევადობის მქონე HD არხებს.კომპანია SES-ი მსოფლიოს წამყვანი თანამგზავრული ოპერეტორია, რომლის შემადგენლობაშიც 50 გეოსტაციონალური თანამგზავრი შედის. დღესდღეობით SES-ი ახორციელებს  6000–ზე მეტ ტელე– და რადიოარხის ტრანსლაციას მთელ მსოფლიოში , მათ შორის 1200 – HD არხია. SES–ისთანამგზავრები ფარავენ (საკაბელო ქსელებში სიგნალის მიწოდების ჩათვლით) 258 მლნ. ოჯახს  მთელ  სამყაროში  და უზრუნველყოფენ 43DTH–პლატფორმის მუშაობას ყველა კონტინენტზე.

 

მასალა მომზადებულია სატელიტური ოპერატორის SES-ის მიერ

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test