შემოგვიერთდი

07.06.2012 10:33

თბილისში მომუშავე "ყვითელ" მიკროავტობუსებში რადიომიმღებების მუშაობა აკრძალეს

David Mchedlidze
მედია მედიის შესახებ

შესაბამისი განცხადება სატრანსპორტო გაერთიანება  "თბილისის მიკროავტობუსმა" 6 ივნისს გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია” რომ კომპანიებს” რომლებიც უზრუნველყოფენ ქალაქ თბილისში მგზავრთა გადაყვანას ახალი” ყვითელი მიკროავტობუსებით” გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება დამოუკიდებელ იურიდიულ პირთან სარეკლამო მომსახურების თაობაზე. ხელშეკრულების მიხედვით” სარეკლამო კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს მიკროავტობუსებზე გარე რეკლამის განთავსება” ხოლო სამარშრუტო ტაქსების სალონში მონიტორების დამონტაჟება” სადაც განთავსდება სხვადასხვა ხმოვანი სარეკლამო რგოლები.

"თავის მხრივ” ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად” ლიცენზიის მფლობელმა სატრანსპორტო კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ სარეკლამო რგოლების მომხმარებლისთვის შეუფერხებლად მიწოდება” მათი გარჩევადობა და სმენადობა"“ _ განმარტებულია  განცხადებაში.

განცხადებაში ასევე  ღნიშნულია”  რომ მიკროავტობუსებში მონიტორების მონტაჟი უკვე მიმდინარეობს. "აღმოჩნდა” რომ ხმოვანი სარეკლამო რგოლის ეკრანზე განთავსებას სამარშრუტო ტაქსებში გამოყენებული რადიო საშუალებები ხელს უშლის. აღნიშნული პრობლემის მოგვარების უზრუნველსაყოფად” სარეკლამო კომპანიამ მიკროავტობუსების მფლობელ კომპანიებს წერილობითი მოთხოვნით მიმართა” რათა მათ სრულყოფილად შეასრულონ დამკვეთი კომპანიების წინაშე აღებული ვალდებულება და შეუფერხებლად გაუშვან სარეკლამო რგოლი მონიტორებზე. შპს ““თბილისის მიკროავტობუსის" ტექნიკური სამსახურის გადაწყვეტილებით” პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელი გახდა მიკროავტობუსებში რადიო საშუალებებზე ხმოვანი სიგნალების გათიშვა"“ - წერია სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში  ტელერადიო კომპანია "მაესტროს" დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა მიკროავტობუსებში რადიოსაშუალებებზე ხმოვანი სიგნალების გათიშვის გადაწყვეტილება "ჰიტლერული გერმანიის იდეოლოგიად" შეფასა.

"რომ არ გავაზვიადო” ესაა ფაშისტური გერმანიის იდეოლოგია. ისიც კი ვერ მოიფიქრებდა ამას. ესაა საშინელი ფაქტი. ყველა ადამიანს აქვს უფლება” მიიღოს ინფორმაცია მიკროავტობუსში იქნება ის თუ ტაქსიში"“ - განუცხადა მამუკა ღლონტმა "ინტერპრესნიუსს".
"კარგი იქნებოდა გამოკითხვა მაინც რომ ჩაეტარებინათ იმასთან დაკავშირებით” რა უფრო ურჩევნიათ მოქალაქეებს – რადიოს მოსმენა თუ "ნაციონალური მოძრაობის" რეკლამების ყურება?"“ - დასძინა ღლონტმა.

რადიო "პალიტრის" გენერალური დირექტორი ნინო ქვარიანი "თბილისის მიკროავტობუსის" გადაწყვეტილებას მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიღების შეზღუდვის მცდელობად აფასებს. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა” მიკროავტობუსის მძღოლები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას რადიოს მეშვეობით იღებდნენ და აღმოჩნდება” რომ მათ ამის საშუალება აღარ ექნებათ. 
"ამ გადაწყვეტილებას აქვს მეორე მხარეც” ეს არის კერძო კომპანიის გადასაწყვეტი” თუ ის თვლის” რომ ეს მარკეტინგულად და ფინანსურად” ბიზნეს თვალსაზრისით მომგებიანია”  ჩვენ არ გვაქვს უფლება ავუკრძალოთ” თუმცა ჩვენთვის” როგორც რადიო მაუწყებლისთვის არ არის სასიამოვნო ფაქტი"“ - აცხადებს ქვარიანი. 
რადიო "იმედის" გენერალური დირექტორი კი "თბილისის მიკროავტობუსის" გადაწყვეტილებაში ტრაგედიას ვერ ხედავს. როგორც ნინო გაბრიაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა” ნებისმიერ კერძო მფლობელს თავისი მარკეტინგული მიდგომა აქვს. 

"ისევე” როგორც მე” როგორც ხელმძღვანელს” ვერავინ მიკარნახებს როგორ მოვიქცე” ისე მე ვერ ვუკარნახებ ვერავის. ეს ჩვეულებრივი ბიზნესის კანონებია” რომელსაც ყველა უნდა დავემორჩილოთ"“ - აღნიშნა ნინო გაბრიაძემ. 
მისივე თქმით” რადიოსიგნალების გათიშვა სამარშუტო ტაქსებში ტრაგედიას არც მსმენელების შემცირების კუთხით გამოიწვევს” რადგან ერთგულ მსმენელს საკუთარი რადიომიმღები მაინც აქვს.

“თბილისის მიკროავტობუსი“ 2011 წელს დაარსდა. კომპანია თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელ ოთხ კომპანიას: შპს ““თბილ ლაინი“-ს” შპს ““კაპიტალ გრუპ“-ს” შპს ““თბილ ქარ’-ს და შპს ““ფაბლიქ ქარ“-ს აერთიანებს.  კომპანიამ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შედეგად დედაქალაქში  სამუშაოდ რამდენიმე ასეული მიკროავტობუსი შემოიყვანა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test