შემოგვიერთდი

24.05.2012 09:55

‎დისკუსია თემაზე „პლაგიატი და მისი შესაძლო გამოვლინებები მედიაში"

თაკო ფარადაშვილი
საუბრები მედიაზე
ეთიკის ქარტიის სხდომა (photo: )

2012 წლის 22 მაისს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გამართა დისკუსია თემაზე „პლაგიატი და მისი შესაძლო გამოვლინებანი მედიაში“. 
დისკუსიას უძღვებოდა ქარტიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე, მოწვეული სტუმარი იყო ჟურნალისტი რევაზ საყევარიშვილი. შეხვედრას  ესწრებოდნენ ეთიკის ხელმომწერი ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იურისტები და სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.
 
დისკუსიის ჩატარების მიზეზი გახდა  ჟურნალ "Forbes Georgia"-ს განცხადება, რომლის თანახმად "რევაზ საყევარიშვილი მთავარი რედაქტორის პოსტიდან სარედაქციო პოლიტიკის იურიდიული და ეთიკური ასპექტების დარღვევისთვის გათავისუფლდა".  "Forbes Georgia"-ს მტკიცებით,  რევაზ საყევარიშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილ   ინტერვიუში დასმული კითხვების    ნაწილი     მსგავსია იმ კითხვებისა, რომელიც "ვედომოსტმა"    ივანიშვილს 7 წლის  წინ დაუსვა.  ივანიშვილის ინტერვიუ  რუსულმა გაზეთმა 2005 წლის 7 აპრილის გამოაქვეყნა (Ведомости: "Не думал, что стану миллиардером"). 
 
რევაზ საყევარიშვილმა, განაცხადა, რომ მან მთავარი რედაქტორის თანამდებობა დამფუძნებლის მხრიდან სარედაქციო საქმიანობაში უხეში ჩარევისა და გამოცემის დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობის გამო დატოვა. მან ასევე დეტალურად ისაუბრა ორივე სტატიაზე და დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა საკუთარი პოზიცია, თუ რატომ არ იყო კონკრეტულ შემთხვევაში  პლაგიატი. 
 
დისკუსიის  დროს ასევე  იმსჯელეს ქართულ მედიაში გახშირებულ,  ეთიკასთან შეუთავსებელ,   პრაქტიკაზე -   სხვისი მასალის მითვისებაზე, ანუ მის გავრცელებაზე პირველწყაროს მითითების გარეშე, ფოტოსურათების „მოტაცებასა“ და სხვა.
დისკუსიის მონაწილეები შეჯერდნენ, რომ  ჟურნალისტიკაში  პლაგიატის პრობლემა შეიძლება დაიძლიოს  მედიის წარმომადგენელთა  თვითშეგნების ამაღლებით  და მათ მიერ  ეთიკის ნორმების დაცვით.
 
http://www.youtube.com/watch?v=TrwnPOzv4u8&feature=relmfu
 
http://www.youtube.com/watch?v=W_wf3JCtOzQ&feature=youtu.be
 
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია  ჟურნალისტიკის აქტუალურ საკითხებზე დისკუსიების გამართავას მომავალშიც აპირებს. დისკუსიები გაიმართება ყოველ სამშაბათს. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test