შემოგვიერთდი

18.05.2012 08:46

„რეზონანსი“ - ოქროყანაში „გლობალ TV“-ის ანტენების გამო მოქალაქეებს აშანტაჟებენ

მაია წიკლაური
მედია მედიის შესახებ

გაზეთი „რეზონანსი“ 18 მაისის ნომერში ოქროყანის მოსახლეობაზე დაყრდნობით წერს რომ, ოქროყანაში „ნაცინალური მოძრაობის“ აქტივისტები და დიდგორის გამგეობის წარმომადგენლები მოსახლეობას „გლობალ TV“-ის დამონტაჟების გამო აშანტაჟებენ.

„რამდენიმე დღის წინ მთელი დღე გამგებელი და „ნაც. მოძრაობის“ აქტივისტები დადიოდნენ მოსახლეობაში და აშინებდნენ ხალხს - ვინც თეფშებს დააყენებდა, სამსახურიდან მოხსნიდნენ, ან სახლი თუ ჰქონდათ დაურეგისტრირებელი, არ მისცემდნენ დაკანონების უფლებას“, - ამბობს „რეზონანსთან“ საუბრისას ერთ-ერთი ოქროყანელი, რომელიც სახელის დასახელებისგან თავს იკავებს. მისივე თქმით „კოორდინატორები იმუქრებიან, რომ ინვალიდობის მქონე ადამიანებს და სოციალურად გაჭირვებულებს სოციალურ დახმარებას მოუხსნიან. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები პენსიაზე 22 ლარის დანამატს, ხოლო დედები თითოეულ ბავშვზე 25 ლარს იღებენ. ამის გამო, რაღაც ნაწილმა გადაწყვიტა, მოეხსნა თეფში და ხელშეკრულება გაეუქმებინა“.

კიდევ ერთი ოქროყანელი ყვება: „ვისაც დაყენებული გვქონდა, იმათ გვითხრეს პენსიაზე დანამატს მოგიხსნითო. გუშინ ამოვიდნენ „გლობალ TV“-ის წარმომადგენლები და ჩემს მეზობელს მოუხსნეს ანტენა“.

„რეზონანსს“ ანტენების მოხნსის ფაქტს უდასტურებს „გლობალ TV“-ის მარკეტინგის და განვითარების დირექტორი, ზურაბ ბაზლიძე და აღნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევბი არამარტო ოქროყანაში, არამედ „თითქმის ყველა რეგიონშია. ასეთი შემთხვევები დაფიქსირებულა თბილისის სხვა გარეუბნებში, დიდ და პატარა ლილოში, ახალ სამგორში, გურჯაანის რაიონში, თეთრი წყაროს რაიონში და ა.შ.“,- ამბობს ბაზლიძე.

პოლიტიკური პარტიის, “ქართული ოცნების” საინიციატივო ჯგუფის წევრი, ელისო ჩაფიძე აცხადებს, რომ ასეთი ფაქტების შესახებ ინფორმირებულები არაინ და იმ ადამიანებს, ვისაც პრობლემები შეექმნებათ, პარტია დახმარებას ჰპირდება.

კონკურსები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან