23.04.2012 10:13
„24 საათი“ – „მსოფლიო პრესა და ბრალდებულები”
მაია წიკლაური
მედია მედიის შესახებგაზეთი “24 საათი” 23 აპრილის ნომერში ყურადღებას ამახვილებს კანონპროექტზე, რომელიც “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” დამატებებს ითვალისწინებს. პროექტი ეხება ელექტრონული და ბეჭდვითი მედია საშუალებების მიერ ბრალდებულის პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ფოტო, ან ვიდეო გამოსახულების გამოქვეყნებას - გაშუქების რეგულირების საკითხებს.
“ელექტრონული და ბეჭდვითი მედიასაშუალებების მიერ ბრალდებულის ფოტო ან ვიდეომასალის გამოქვეყნება სასამართლოს მიერ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე, არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას და ლახავს ადამიანის პატივსა და ღირსებას”, - ამბობენ კანონპროექტის ავტორები და ცვლილებას ბრალდებულის უფლებების დაცვით ხსნიან.
“24 საათის” ცნობით, სხვადასხვა პოზიციის მქონე ადამიანები ამ ცვლილებაში მედიის უფლებების შეზღუდვას ხედავენ. კანონპროექტის ავტორები კი, ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ საზღვარგარეთის გამოცდილებას ასახელებენ. ისინი ამბობენ, რომ განვითარებულ სახელმწიფოებში ელექტრონული და ბეჭდვითი მედიასაშუალების მიერ ბრალდებულის პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ფოტო, ან ვიდეო გამოსახულების გამოქვეყნება - გაშუქების საკითხი დარეგულირებულია სხვადასხვა კანონითა და მასმედიის პროფესიულ ორგანიზაციათა წესებითა და მითითებებით.
მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, წერს “24 საათი”, სისხლის სამართლის აქტი კრძალავს ეჭვმიტანილის ფოტოს გადაღებას სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს შენობაში და ტერიტორიაზე. შესაბამისად, მედიის წარმომადგენლებს უფლება არ აქვთ გადაიღონ ეჭვმიტანილი სასამართლოში, სასამართლოში შესვლისას და იქიდან გამოსვლისას.
გაზეთის ცნობით, იგივე მდგომარეობაა შვეიცარიაშიც, რომლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კრძალავს ფოტო და ვიდეო გადაღებას სასამართლო დარბაზში და აგრეთვე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა პროცედურების გადაღებასაც, სასამართლო დარბაზის გარეთ.
საფრანგეთის კანონში პრესის თავისუფლების შესახებ ბოლო ცვლილება, წერს “24 საათი”, 2002 წელს შევიდა, რომლის თანახმად ჯარიმა დაეკისრება იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც ხელებსა და ფეხებზე ბორკილებდადებულ ეჭვმიტანილს გააშუქებენ.
გაზეთს იმ ქვეყნის მაგალითიც მოჰყავს, სადაც პოლიციის მიერ დაკავებული ეჭვმიტანილის გამოყვანა საჯარო ადგილებში და ამ გზით მასმედიისთვის მისი გადაღების საშუალების მიცემა გავრცელებული პრაქტიკაა. ამერიკაში, როგორც წესი, პოლიცია წინასწარ უთანხმდება მედიის წარმომადგენლებს და აწვდის მათ ინფორმაციას ბრალდებულის გადაყვანის შესახებ.
სიახლე
ბოლო სტატიები
-
ციფრული მაუწყებლობა
24.05.2013 12:14
გამოწვევები ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში
-
მედია მედიის შესახებ
23.05.2013 21:21
თელავში საერთაშორისო ჟურნალისტური კონფრენცია გაიხსნა
კონკურსები
-
დედლაინი
07.06
2013
კონკურსი პროექტი „ახალგაზრდული გზაჯვარედინის“ აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად
-
დედლაინი
25.06
2013
კონკურსი სოციალური ვიდეორგოლის საუკეთესო სცენარის გამოსავლენად
-
დედლაინი
25.11
2013
გაეროს მოსახლეობის ფონდის კონკურსი ბლოგერებისთვის
-
დედლაინი
01.07
2013
ამერიკული რადიო NPR ჟურნალისტებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს
-
დედლაინი
04.11
2013
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2013
-
დედლაინი
25.05
2013
კონკურსი სოციალური კლიპების სცენარზე
-
დედლაინი
30.06
2013
კონკურსი მოკლემეტრაჟიან მხატვრულ და ანიმაციურ ფილმებზე
-
დედლაინი
01.01
2014
GARB-ი ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს
-
დედლაინი
31.05
2013
ტელე-რადიო, საგაზეთო ნამუშევრების, ვებ-რეპორტაჟებისა და ბლოგების შესარჩევი კონკურსი
-
დედლაინი
31.12
2013
ტელეკომპანია „მეგა-ტვ“აცხადებს კონკურსს საუკეთესო ვიდეოს ავტორის გამოსავლენად
ვაკანსიები
-
დედლაინი
07.06
2013
Physical Security Trainer, Journalist Security Network
-
დედლაინი
07.06
2013
Hub Coordinator, Journalist Security Network
-
დედლაინი
07.06
2013
Digital Security Trainer, Journalist Security Network
-
დედლაინი
07.06
2013
Hub Manager, Journalist Security Network
-
დედლაინი
15.12
2013
ვაკანსია ჟურნალისტის პოზიციაზე - Live.ge
ტრენინგები
-
დედლაინი
03.06
2013
სამდღიანი ვორკშოპი დოკუმენტური ფოტოგრაფიის შესახებ
-
დედლაინი
12.06
2013
ტრეინინგი ჟურნალისტებისთვის, თემა: პოლიტიკური კომუნიკაცია
-
დედლაინი
30.05
2013
ტრენინგი ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის - საგანგებო სიტუაციებში მუშაობა
-
დედლაინი
01.06
2013
სასწავლო კურსი ჟურნალისტებისთვის თემაზე „კლიმატის ცვლილების პრობლემების გაშუქება“
-
დედლაინი
31.07
2013
GIPA -მ საზოგადოებრივი ურთიერთობების ახალი სამაგისტრო პროგრამა გამოაცხადა
-
დედლაინი
30.09
2013
მსოფლიო კონფერენცია საგამოძიებო ჟურნალისტებისთვის რიო-დე-ჟანეიროში
-
დედლაინი
02.06
2013
Reuters-ის სემინარი თბილისში - გლობალური უსაფრთხოება