06.04.2012 08:50
„გლობალ TV” აპირებს მის გარშემო შექმნილი სიტუაცია ამერიკის საელჩოს გააცნოს
მაია წიკლაური
მედია მედიის შესახებგაზეთი „ვერსია“ 6-8 აპრილის ნომერში საკაბელო კომპანია "გლობალ TV"-ს გარშემო შექმნილ პრობლემებზე წერს. გაზეთის ინფორმაციით, საკაბელო კომპანია „გლობალ ტვ“-ს მაუწყებლობიდან ტელეკომპანია „იმედი“ და „რუსთავი 2“ მათი ხელმძღვანელობის მოთხოვნის საფუძველზე გაქრა. „ვერსიის“ ცნობით, „რუსთავი 2“-მა თანამშრომლობა „კავკაზუს TV“-სთან გააგრძელა, „იმედმა“ „ბლექსი სატთან“ გააფორმა კონტრაქტი.
„ვერსიის“ ცნობით“ „გლობალის“ პაკეტში ჩასმაზე უარი განაცხადეს ტელეკომპანია „მზემ“ და „საქართველომაც“.
„ვერსიასთან“ საუბრისას, „გლობალ TV“-ს ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ხელისუფლება საკაბელო ბაზრიდან კომპანიის გაქრობას ცდილობს და რომ ზეწოლა სამაუწყებლო პაკეტში “მეცხრე არხის” ჩართვას უკავშირდება. მათი ინფორმაციით, „მეცხრე არხი“ ეთერში რამდენიმე დღეში გავა.
“გლობალ TV” -ს მარკეტინგის დირექტორი, ზურაბ ბაზლიძე „ვერსიასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა, რომელსაც კომპანიას უქმნიან მაუწყებლობისთვის აუცილებელი აპარატურის დაზიანებაა.
„საბაჟო არარეალურ შეფერხებებს გვიქმნის საქართველოში ჩვენ საკუთრებაში არსებული აპარატურის შემოსატანად. დაზიანებულია აპარატურის უდიდესი ნაწილი და შეკეთებას აღარ ექვემდებარება. ჩვენი ყველა ტვირთი “წითელ დერეფანში” გადის და მისი განბაჟება ხშირად 20-23 დღე გრძელდება“ ამბობს ბაზლიძე და განმარტავს: „რამდენიმე დღის წინ სიგნალის მისაღებად დასამაგრებელი 11 ათასი თავაკი ჩამოგვივიდა, რომელთა 90% უვარგისი აღმოჩნდა. ფიზიკურად შეუძლებელია ეს რაოდენობა წუნიანი იყოს“.
„გლობალ TV“ პრობლემების მოგვარებას ამერიკის საელჩოსთვის მიმართვით და სიტუაციის გაცნობით გეგმავს.
„გლობალ TV”-ის ერთერთი მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილია. კომპანიის კიდევ ერთი მფლობელი ამერიკელი ალექს როზენ ჰესია. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება ახლადშექმნილი ტელეკომპანია "მეცხრე არხი", რომელსაც ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინა ხვედელიძე ფლობს.
სიახლე
-
19.06.2013 13:02
„გამჭვირვალობა - საქართველო“-ბედუკაძის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლება დაუშვებელია
-
19.06.2013 12:06
სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავის გამო ცხრა ადამიანია დაკავებული
-
18.06.2013 16:09
17 მაისის თაობაზე პეტიციის ხელმოწერების სანდოობას Facebook-ში დაწყებული კამპანიით ადასტურებენ
-
18.06.2013 14:31
ყოფილ პრემიერ-მინისტრს ტელევიზორით სარგებლობის უფლებას მისცემენ
ბოლო სტატიები
-
მედია მედიის შესახებ
19.06.2013 04:31
პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონოდ მოპოვებული ვიდეოჩანაწერები 23 ივნისს განადგურდება
-
ახლო ხედით
13.06.2013 16:05
GDS კადრს მიღმა
კონკურსები
-
დედლაინი
30.06
2013
კონკურსი რეგიონული პრობლემატიკის გაშუქებასთან დაკავშირებით
-
დედლაინი
31.12
2013
Go Group Media-ს ახალი პროექტი სამხრეთ კავკასიის მოქალაქეებისთვის
-
დედლაინი
30.06
2013
გაერო აცხადება ვიდეო კონკურსს თემაზე მიგრაციის და მრავალფეროვნების გაშუქება
-
დედლაინი
30.06
2013
ესეს კონკურსი სტუდენტებს შორის თემაზე “საქართველოს ტელევიზია 2020 წელს”
-
დედლაინი
25.06
2013
კონკურსი სოციალური ვიდეორგოლის საუკეთესო სცენარის გამოსავლენად
-
დედლაინი
25.11
2013
გაეროს მოსახლეობის ფონდის კონკურსი ბლოგერებისთვის
-
დედლაინი
01.07
2013
ამერიკული რადიო NPR ჟურნალისტებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს
-
დედლაინი
04.11
2013
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2013
-
დედლაინი
30.06
2013
კონკურსი მოკლემეტრაჟიან მხატვრულ და ანიმაციურ ფილმებზე
-
დედლაინი
01.01
2014
GARB-ი ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს
-
დედლაინი
31.12
2013
ტელეკომპანია „მეგა-ტვ“აცხადებს კონკურსს საუკეთესო ვიდეოს ავტორის გამოსავლენად
ვაკანსიები
ტრენინგები
-
დედლაინი
30.06
2013
სტაჟირება რადიო „თავისუფლებაში“
-
დედლაინი
30.08
2013
მიიღება განაცხადები Gipa-ს მულტიმედიური ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე ®
-
დედლაინი
30.08
2013
Gipa-მ დაიწყო განაცხადების მიღება საზოგადოებრივ ურთიერთობათა სამაგისტრო პროგრამაზე ®
-
დედლაინი
01.08
2013
Reuters-ის ტრენინგი - მობილური ჟურნალისტიკა
-
დედლაინი
31.07
2013
GIPA -მ საზოგადოებრივი ურთიერთობების ახალი სამაგისტრო პროგრამა გამოაცხადა
-
დედლაინი
30.09
2013
მსოფლიო კონფერენცია საგამოძიებო ჟურნალისტებისთვის რიო-დე-ჟანეიროში