09.02.2012 08:13
"რეზონანსი" - ხონში გაზეთების გავრცელებას ბლოკავენ
მაია წიკლაური
მედია მედიის შესახებ“8 თებერვლის “რეზონანსი” გუშინ ხონში არ იყიდებოდა და, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ყველა ეგზემპლარი, რაც კი ხონში ჩავიდა, გამგეობამ შეიძინა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” 9 თებერვლის ნომერში და ადგილობრივებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ეს იმ სტატიის გამო მოხდა, რომელიც გაზეთის 8 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა.
სტატიაში საუბარი იყო ხონში “ნაციონალების” ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ლევან ბობოხიძის შესახებ, რომელიც პარლამენტარ აკაკი ბობოხიძის ძმაა. “რეზონანსი” წერს, რომ ლევან ბობოხიძე ხელქვეითების მეშვეობით საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებისგან ყოველთვე ხელფასის 15-20%-ს იღებს და მას “პარტიული საქმიანობისთვის” ანაწილებს.
“რეზონანსი” განმარტავს, რომ ინფორმაცია ლევან ბობოხიძის საქმიანობის შესახებ, ადგილობრივ გაზეთში მის ინტერვიუზე დაყრდნობით, პირველად “პრესაჯი.ტვ”-მ გამოაქვეყნა. ინტერვიუში ლევან ბობოხიძე ამ ფაქტს ადასტურებდა და ამბობდა, რომ ვინც ფულს არ გადაიხდის, მას სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ.
“იგი ამაში კანონდარღვევას ვერ ხედავს და უკვირს, ადამიანი სამსახურს რომ იშოვის, ხელფასის ნაწილის გადახდაზე უარი როგორ უნდა თქვას”, - წერს “რეზონანსი” და ინტერვიუს ამ ნაწილს ლევან ბობოხიძესთან აქვეყნებს.
სიახლე
-
19.06.2013 21:22
მედიასაშუალებებს მოუწოდებენ არ წავიდნენ შს სამინისტროში წამების ამსახველი ვიდეოების სანახავად
-
19.06.2013 17:59
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი მედიასთან საქართველოს ხელისუფლების ურიერთობას დააკვირდება
-
19.06.2013 13:02
„გამჭვირვალობა - საქართველო“-ბედუკაძის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლება დაუშვებელია
-
19.06.2013 12:06
სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავის გამო ცხრა ადამიანია დაკავებული
ბოლო სტატიები
-
მედია მედიის შესახებ
19.06.2013 04:31
პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონოდ მოპოვებული ვიდეოჩანაწერები 23 ივნისს განადგურდება
-
ახლო ხედით
13.06.2013 16:05
GDS კადრს მიღმა
კონკურსები
-
დედლაინი
30.06
2013
კონკურსი რეგიონული პრობლემატიკის გაშუქებასთან დაკავშირებით
-
დედლაინი
31.12
2013
Go Group Media-ს ახალი პროექტი სამხრეთ კავკასიის მოქალაქეებისთვის
-
დედლაინი
30.06
2013
გაერო აცხადება ვიდეო კონკურსს თემაზე მიგრაციის და მრავალფეროვნების გაშუქება
-
დედლაინი
30.06
2013
ესეს კონკურსი სტუდენტებს შორის თემაზე “საქართველოს ტელევიზია 2020 წელს”
-
დედლაინი
25.06
2013
კონკურსი სოციალური ვიდეორგოლის საუკეთესო სცენარის გამოსავლენად
-
დედლაინი
25.11
2013
გაეროს მოსახლეობის ფონდის კონკურსი ბლოგერებისთვის
-
დედლაინი
01.07
2013
ამერიკული რადიო NPR ჟურნალისტებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს
-
დედლაინი
04.11
2013
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2013
-
დედლაინი
30.06
2013
კონკურსი მოკლემეტრაჟიან მხატვრულ და ანიმაციურ ფილმებზე
-
დედლაინი
01.01
2014
GARB-ი ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს
-
დედლაინი
31.12
2013
ტელეკომპანია „მეგა-ტვ“აცხადებს კონკურსს საუკეთესო ვიდეოს ავტორის გამოსავლენად
ვაკანსიები
ტრენინგები
-
დედლაინი
30.06
2013
სტაჟირება რადიო „თავისუფლებაში“
-
დედლაინი
30.08
2013
მიიღება განაცხადები Gipa-ს მულტიმედიური ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე ®
-
დედლაინი
30.08
2013
Gipa-მ დაიწყო განაცხადების მიღება საზოგადოებრივ ურთიერთობათა სამაგისტრო პროგრამაზე ®
-
დედლაინი
01.08
2013
Reuters-ის ტრენინგი - მობილური ჟურნალისტიკა
-
დედლაინი
31.07
2013
GIPA -მ საზოგადოებრივი ურთიერთობების ახალი სამაგისტრო პროგრამა გამოაცხადა
-
დედლაინი
30.09
2013
მსოფლიო კონფერენცია საგამოძიებო ჟურნალისტებისთვის რიო-დე-ჟანეიროში