შემოგვიერთდი

30.01.2012 11:03

„კარგად ვხედავ ვინ ამბობს ტყუილს და მართალს“ - ახალციხის მოსახლეობა და მედია

მაია წიკლაური
ჟურნალისტის ჩანაწერები

თოვლიან ახალციხეში ყინავს, საღამოს ექვსი საათია. ვფიქრობ, ჩემი მცდელობა ჩავატარო ქუჩის გამოკითხვა, სიცივის და ხალხის სიმცირის გამო, უშედეგო იქნება. ახალციხელების აზრის გაგება ორი საკითხის შესახებ მაინტერესებს - საიდან იგებენ ინფორმაციას? და ენდობიან თუ არა ინფორმაციის წყაროს?

გადავწყვიტე, ვცადო და თან ვფიქრობ, რომ რესპონდენტების დათანხმება ინტერვიუზე რთული იქნება, რადგან თბილისში, როგორც წესი, ასეთი გამოკითხვების დროს აზრის გამოთქმისგან თავს იკავებენ ხოლმე. რეგიონის მოსახლეობა, კი, ჩემი აზრით (სტერეოტიპულით), მეტად ჩაკეტილი უნდა იყოს. რამდენიმე წუთში ვრწმუნდები ამ აზრის მცდარობაში - არცერთი ადამიანი თავს არ იკავებს კითხვაზე პასუხის გაცემისგან.

ათი გამოკითხული ახალციხელიდან, ყველა ამბობს, რომ იშვიათად ეცნობა ადგილობრივ ბეჭდურ გამოცემას “სამხრეთის კარიბჭეს”. არ შეუმჩნევიათ, რომ ეს ყოველკვირეული გაზეთი თვეზე მეტია არ გამოსულა. ინფორმაციას ნაციონალური არხებიდან იღებენ. ადგილობრივი ამბების შესახებ ცნობებს კი, ახალციხის “მეცხრე არხის” საშუალებით გებულობენ.

ამ ადამიანების პასუხს კითხვაზე ენდობით თუ არა ამ არხებით მოწოდებულ ინფორმაციას,  50 წლის რიმა ასლანიანის აზრი აჯამებს: 

„კარგად ვხედავ ვინ ამბობს ტყუილს და მართალს, ვუყურებ და მექმნება საკუთარი შთაბეჭდილება. როცა საჭირო იქნება, ამ შთაბეჭდილების მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას“.

ხალხის აზრის გაგების შემდეგ, მეორე დღეს, ვეცნობი ადგილობრივი ტელევიზიის, ახალციხის “მეცხრე არხის” მუშაობის სპეციფიკას და ჩემთვის ამ არხის მუშაობაში ნაცინალურ არხებთან მიმართებაში რამდენიმე განმასხვავებელი შტრიხი იკვეთება:

ა) არხი“ ადგილობრივ ამბებს აშუქებს, ხოლო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს იმ შემთხვევაში, თუ ის რეგიონის მოსახლეობაზეც იქონიებს გავლენას. „მეცხრე არხის“   საინფორმაციო გამოშვება „ექო“ ისეთივე საინტერესო იყო ჩემთვის, თბილისში  მცხოვრებისთვის, როგორც ეს ადგილობრივისთვის იქნებოდა. რატომ ? – იმიტომ, რომ ოთხი სიუჟეტისგან შემდგარ საინფორმაციო გამოშვებაში ჩემთვის ყველა ინფორმაცია გამოსადეგი იყო, მე მეხებოდა და მჭირდებოდა. აი, მაგალითად „მეცხრე არხის“ საინფრომაციო გამოშვების ტიპური თემატიკა:  1.     ფასების მომატება საახალწლო პროდუქციაზე – წაგებული გამყიდველები და მყიდველები.  2.     საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები 3.     საატესტაციო გამოცდები 4.     სოკო, რომელიც მეორადი ტანსაცმლის მუდმივ მომხმარებლებს უჩნდებათ.

ნაციონალური მაუწყებლების ტიპური  საინფორმაციოს გამოშვების ქრონოლოგია კი ასეთია: 1.     რუსეთის ეკონომიკა სულს ღაფავს; ან პრემიერ–მინისტრ პუტინის რეიტინგი ეცემა; რუსული რუბლი გაუფასურდა. 2.     საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა (მინიმუმ ნახევარსათიანი); ან პირდაპირი ჩართვა სამთავრობო სხდომიდან, რომელიც ან სათაფლიის მღვიმეში ან ბათუმის „შერატონში“ იმართება – თემა საქართველოს აღმშენებლობა და რუსეთის უკანსვლა. 3.     სიუჟეტი კრიმინალის შესახებ, რა თქმა უნდა, სისხლიანი კადრებით. 4.     და ბოლოს, აუცილებელი კომპონენტია,  სიუჟეტი ნეგატიური კონტექსტით ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის შესახებ.

ბ) ნაცინალური არხები  სიუჟეტებს, ხშირად პრეს–რელიზებით მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აგებენ, ანუ ამბავი,  ზოგჯერ უსარგებლო, თავად მიდის მათთან [ჟურნალისტებთან]. „მეცხრე არხის“ ჟურნალისტები  ინფორმაციის მოსაძიებლად სოფელ–სოფელ დადიან.

შედეგად – „მეცხრე არხი“ აშუქებს –  აყრილი გზის საფარის,  გამსკდარი მილის, გაზის საფასურის მომატების ამბავს (გაზის საფასურის მომატებას ადგილობრივი კანონმდელობა არ ითვალისწინებს). ტელეკომოპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებაში  კი, ჩნდება რუბრიკა საქართველოს მთავრობის მიერ განახლებული და აღშენებული ქალაქების შესახებ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test