შემოგვიერთდი

16.07.2009 20:00

გაზეთმა “ბანკები და ფინანსები” საიუბილეო ნომერი დაბეჭდა

David Mchedlidze
ახლო ხედით

გაზეთმა "ბანკები და ფინანსები", ერთადერთმა ეკონომიკურმა გაზეთმა ქართულ მედია ბაზარზე, 15 ივლისს, საიუბილეო მე-200 ნომერი გამოუშვა. გაზეთი 1995 წელს დაარსდა, თავდაპირველად, ის გაზეთ "გულანის" ეკონომიკური დამატება იყო. "გულანის" დახურვის შემდეგ კი, გამოიცა როგორც დამოუკიდებელი ეკონომიკური გაზეთი. "ბანკები და ფინანსები" დაარსა ვაჟა ბერიძემ, რომელიც სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე და, ამავადროულად, გაზეთის მფლობელიცაა.

"ბანკები და ფინანსები" 1995 წლიდან თვეში ერთხელ გამოდიოდა და 40-გვერდიანი იყო, მაგრამ 2008 წლის 13 მაისიდან ფორმატი შეიცვალა და ახლა კვირაში ერთხელ იბეჭდება. გაზეთი ყოველ ოთხშაბათს გამოდის და 24-გვერდიანია. პირველი გვერდი ფერადია, დანარჩენი გევრდები კი - შავ-თეთრი. გაზეთის მუდმივი რუბრიკებია: საბანკო სიახლეები; საფინანსო სისტემა; ეკონომიკური პოლიტიკა; მსოფლიო ეკონომიკა; პოლიტეკონომიკა; ენერგეტიკა; სამეცნიერო ინოვაციები; სოფლის მეურნეობა; მრეწველობა; მაკროეკონომიკა, ექსპერტული მოსაზრება და სხვადასხვა ეკონომიკური სეგმენტები. გაზეთის მთავრი რედაქტორის, ზურაბ კუკულაძის, თქმით, რეკლამას საგაზეთო ფართის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა.

გაზეთში 15 ჟურნალისტი მუშაობს,. გარდა ამისა, გაზეთს ჰყავს 10-მდე სტაჟიორი, ძირითადად, სტუდენტები, რომლებიც რედაქციასთან თანამშრომლობით გამოცდილებას ღებულობენ.

გაზეთ "ბანკების და ფინანსების" ტირაჟია 3000 ეგზემპლარი. ტირაჟის 50%, ანუ 1500 ცალი, უფასოდ ვრცელდება სახელმწიფო სტრუქტურებში, დიდ კომერციულ ორგანიზაციებში, არასამთავრობო სექტორში, მედია ორგანიზაციებში და, რაც მთავარია, საბანკო სისტემაში. გარდა ამისა, გაზეთს ჰყავს ერთგული მკითხველები - 500 სტაბილური ხელმომწერი. გაზეთის დანარჩენი 1000 ეგზმეპლარი საცალო გაყიდვაშია. აქედან 200-300 ცალი რედაქციას უკან უბრუნდება. ამიტომ ერთადერთ ეკონომიკურ გაზეთს ფინანსურად არ ულხინს. მთავარი რედაქტორის, ზურაბ კუკულაძის, განცხადებით, გაზეთის ფინანსური მდგომარეობა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის პროპორციულია. "დღეს, არც ჩვენს გაზეთს აქვს დიდად დალხენილი მდგომარეობა, რადგან კრიზისი დიდ კომპანიებს, ანუ რეკლამის პოტენციურ დამკვეთებსაც შეეხო, ,- აცხადებს ზურაბ კუკულაძე. მკითხველს "ბანკების და ფინანსების" სტატიების გაცნობა ინტერნეტშიც შუეძლიათ. გაზეთის ვებგევრდს (www.bfm.ge), ყოველდღიურად, 200-მდე მკითხველი სტუმრობს. 1995 წლიდან გაზეთმა რამდენჯერმე შეცვალა თავისი ლოგო. როგორც გაზეთის მთავარი რედაქტორი ამბობს, რედაქცია აქტიურად მუშოაბს რებრენდინგზე, იქიდან გამომდინარე, რომ გაზეთი ორიენტირებულია რეკლამაზე. "რეკლამის დამკვეთისთვის ლოგოს დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ მისი პერიოდული განახლება ხდება", ამბობს ზურაბ კუკულაძე. "ბანკები და ფინანსები" აქტიურად თანამშრომლობს მსხვილ კომერციულ ორგანიზაციებთან, როგორც ბანკებთან, ასევე ვაჭრობის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებთან. თუმცა ძირითადი პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია- "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია". გარდა ამასა, გაზეთი, დროდადრო, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ერთობლივ პროექტებს ანხორციელებს. გაზეთში პერიოდულად იბეჭდება ჩანართები, მათ რიცხვს, უახლოეს მომავალში, დაემატება კიდევ ერთი ჩანართი - "ცნობის ფურცელი".

გაზეთის ჟურნალსიტები მონაწილეობენ სხვადასხვა სემინარებში, კონფერენციებში და კონკურსებში. ერთ ასეთ კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის თემაზე ჩატარდა, გაზეთის ჟურნალისტმა ჯილდო მიიღო. გაზეთის გამომცემელია შპს "ბანკები და ფინანსები - მედია". გაზეთი მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება, ფასი - 50 თეთრი. "ჩვენ საზოგადოებრივი ცნობიერების ამღლებაზე ვმუშოაბთ, რომელიც შეესაბამება თანამედროვე ბიზნესის მოთხოვნებს. ხალხისთვის გასაგებ ენაზე ვწერთ, რომ საზოგადოებას, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, იმის შესახებ, რაც მას ეკონომიკის კუთხით აინტერესებს. გაზეთი მკითხველს ეკონომიკური მოვლენების სიღრმისეულ ანალიზს სთავაზობს",- აცხადებს ზურაბ კუკულაძემ. "ბანკების და ფინანსების" მთავარ რედაქტორს სამი მოადგილე ჰყავს - ლევან ბეგლარიშვილი, მერაბ ჯანიაშვილი და შოთა ბუჩუკური.

ბანკების და ფინანსების მისამართია ვაჟა ფშაველას #32 ბინა #1, ტელ: (+995 32 ) 39 67 48,; მობ: 8(90) 35 22 21 . ელ-ფოსტა: bankebi_f@yahoo.com; info@bfm.ge.

ლანა ბერიძე

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test