შემოგვიერთდი

06.07.2009 20:00

რადიო “ძველი ქალაქი”

David Mchedlidze
ახლო ხედით

რადიო "ძველი ქალაქი" ქუთაისში, მის მიმდებარე რაიონებში და კოლხეთის დაბლობზე (ფოთი), FM 107.9 სიხშირეზე მაუწყებლობს.

რეგიონში დააახლოებით მილიონი ადამიანი ცხოვრობს და აქედან 27% "ძველ ქალაქ"-ს უსმენს. ეს კვლევა მიმდინარე წლის მაისში ჩატარდა და სოციოლოგიურ ცენტრ ATN-ს ეკუთვნის.

"ყველა ქალაქს თავისი სიარულის მანერა აქვს, იარე ჩვენთან ერთად",- ეს რადიოს ერთ-ერთი სლოგანია.

"საქართველოში პირველად რადიოში ზუსტი დრო ჩვენ გავყიდეთ, ყოველ სრულ საათს სპონსორი ჰყავდა, პირველი ინტერნეტ მაუწყებელი რადიო "ძველი ქალაქი" იყო", - ამაყად აბობს "ძველი ქალაქის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და პროგრამების დირექტორი ქეთევან ბერძენიშვილი.

შპს "ძველმა ქალაქმა" რადიო 1995 წელს დაარსა. ეთერი ორ ნაწილად იყოფა: დილის 7 საათიდან საღამოს 7-საათამდე საინფორმაციო ხასიათის გადაცემები გადის. ღამის ეთერი კი მუსიკალურ-გასართობ პროგრამებს ეთმობა. მსმენელი საათში ერთხელ 5-7- წუთიან საინფორმაციო გამოშვებას უსმენს, ყოველი საათის ნახევარზე კი ეკონომიკურ სიაახლეებს.

ქეთევან ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ რადიოს სხვადასხვა ასაკის მსმენელი ჰყავს და რეგიონში "ძველი ქალაქის" კონკურენციას მხოლოდ ნაციონალური რადიო მაუწყებელი უწევს.

"კონკურენციის პირობებში ჩვენი პრიორიტეტია საინფორმაციო გამოშვებებში და ეკონომიკური სიახლეების რუბრიკაში მეტი დრო დავუთმოთ ადგილობრივ ამბებს",- ამბობს ბერძენიშვილი.

რადიოში 15 ადამიანი მუშაობს და მათი საშუალო ხელფასი 150 ლარია. ჟურნალისტები ხშირად მონაწილეობენ ფონდ "ინტერნიუსის" და გერმანული "დოიჩე ველეს" მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში.

"ძველი ქალაქისთვის" გადამცემი აპარატურა ერთობლივი გრანტით ფონდებმა "ღია საზოგადოება საქართველო", "აირექსი" და "ევრაზიამ" შეიძინეს. დაარსებისთანავე, რადიომ, ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ტექნიკური აღჭირვილობა შეიძინა.

"ძველი ქალაქი" ქუთაისში, რუსთაველის ქუჩა # 37, "პრესის სახლის" შენობის მე-5 სართულზე მდებარეობს (ტელ: (8231) 41079/4 33 75. sms 10 79).

შემოსული ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების საფუძველზე რადიოში იმ დასკვნამდე მიდიან, რომ "პორტრეტი ჩარჩოს გარეშე" ერთ-ერთი ყველაზე რეტინგული გადაცემაა. პროგრამაში ცნობილი ადამიანები მონაწილეობენ და სტუდიაში, არაოფიციელურ გარემოში, საუბრობენ. გადაცემის ბეჭდური ვერსიის მე-2 ტომი უახლოეს მომავალში გამოიცემა.

2008 წლის აგვისტოს შემდეგ რამდენიმე საავტორო გადაცემა დაიხურა, ეკონომიკური კრიზის გამო სპონსორებმა პროგრამების დაფინანსება შეწყვიტეს. ქეთევან ბერძენიშვილის თქმით, საგრძნობლად შემცირდა სარეკლამო შემოსავალიც. რადიოში 30-წამიანი სარეკლამო რგოლი საშუალოდ 3-4 ლარი ღირს.

"ძველი ქალაქის" ვებ-გვერდი www.radiodk.ge უახლოეს მომავალში განახლდება. ვებ-გვერდს ფორუმი და ბლოგები დაემატა.

"ძველი ქალაქი" რეგიონული რადიო სადგურების ქსელის წევრია.

"ძველი ქალაქი" და ადგილობრივი ხელისუფლება

რადიოსადგურის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ბესო ხუჯაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარომადგენლებთან ურთიერთობაში მთავარ ბარიერად პრეს-მდივნებს მიიჩნევს.

"პრესმდივნები ფიქრობენ, რომ ისინი კონკრეტული ჩინოვნიკების პირად დაცვას წაროამდგენენ. ძალიან "ზრუნავენ"უფროსებზე. ამის გამო გადაცემებში სტუმრებს ნაცნობობის ხარჯზე, პირადი კონტაქტების წყალობით ვიწვევთ", - დასძენს ბესო ხუჯაძე.

საჯარო ინფორმაციის მოპოვების პრობლემა "ძველი ქალაქის" ჟურნალისტებს მუდმივად აქვთ.

"საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა ხდება მაქსიმალური ვადის გაწელვით, თუმცა სახელმწიფო მოხელეებს არ ესმით, რას ნიშნავს კანონით დადგენილი ნორმების: "დაუყოვნებლივ" და "არა უგვიანეს 10 დღისა", მნიშვნელობა. ინფორმაციას, რომლის გაცემაც შესაძლებელია დაუყოვნებლივ, 10 დღის შემდეგ გვაძლევენ", - ამბობს რადიო "ძველი ქალაქის" პროგრამების დირექტორი.

თინათინ ცისკარაძე

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test