შემოგვიერთდი

21.06.2009 20:00

რადიო “პალიტრა” აგვისტოში ერთი წლის ხდება

David Mchedlidze
ახლო ხედით

"ამ პალიტრაზე ფერია სიტყვა, მუსიკაც ფერია, აქ ყველაფერია", - ეს რადიო "პალიტრის" (FM 103.9) სლოგანია, რომლის მოსმენაც ჯერ მხოლოდ თბილისის მოსახლეობას შეულძია, თუმაცა ძალიან მალე, როგორც რადიოს ხელმძღვანელობა აღნიშნავს, ისინი საქართველოს მასშტაბით შეძლებენ მაუწყებლობას. მანამდე კი, თითქმის ერთწლიანი მუშაობის შედეგად, "პალიტრამ" რადიო სივრცეში თავისი სიტყვა თქვა.

როგორც რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ბაია ცანავა აღნიშნავს, ერთი წლის განმავლობაში "პალიტრამ" ქართულ რადიო სივრცეში ადგილის დამკვიდრება უკვე მოახერხა. რადიო "პალიტრა" პირველად 2008 წლის ზაფხულში გავიდა ეთერში. იმ დროსითვის რადიოს ჰქონდა სლოგანი, "მხოლოდ ჰიტები და სხვა არაფერი" თუმცა მან, ძალიან მალე, აგვისტოში, ანუ რუსეთ- საქართველოს ომის დროს, ოპერატიულ რეჟიმში და "რეალურ დროში", საინფორმაციო გამოშვებების გავრცელება დაიწყო.

რადიო "პალიტრა" მედია სახლ "კვირის პალიტრას" ეკუთვნის, ისევე როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი, ამიტომ რადიოს საინფორმაციო სამსახური, პირველ ეტაპზე, ძირითადად, "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტებით იყო დაკომპლექტებული. თუმცა, მოგვიანებით, რადიოში ახალი ჟურნალისტები და წამყვანები მივიდნენ, ამის შემდეგ ეთერში გაჩნდა რამდენიმე თოქშოუ. ამჟამად "პალიტრის" ეთერში საინფორმაციო გამოშვებები ნახევარ საათში ერთხელ გადის, თუმცა, 9 აპრილიდან, მას შემდეგ რაც, ოპოზიციამ საპროტესტო აქციები დაიწყო, რადიო საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ხშირად, როცა ქვეყანაში მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება ან პოლიტიკური სიტუაცია მწვავდება, მსმენელს სპეციალურ საინფორაციო გამოშვებებს სთავაზობს.

გარდა ამისა, ყოველდღე კვირის გარდა, საღამოს 7 საათზე, "პალიტრის" ეთერში გადის შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება "რეზიუმე", ეს არის ტოქშოუ, სადაც სტუდიაში მიწვეული სტუმრები, წამყვანთან ერთად, დღის მთავარ პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებზე მსჯელობენ. ტოქშოუში გადის სპეციალურად მომზადებული სიუჟეტებიც, რაც ბაია ცანავას თქმით, ქართულ რადიო სივრცეში იშვიათი მოვლენაა.

რადიო "პალიტრა" რამდენიმე საავტორო გადაცემასაც ამზადებს. თემები მრავალფეროვანია: პოლიტიკური, საზოგადოებრივი და გასართობ -შემეცნებითი.

პოლიტიკური თოქშოუ " ახალი დროით" ეთერშია ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. გადაცემის წამყვანი, ირინა თევდორაშვილი, დღის მთავრ თემაზე პირდაპირ ეთერში სასაუბროდ სტუდიაში იწვევს სტუმარს, გადაცემა ინტერაქტიურია - ნებისმიერ მსმენელს შეუძლია დარეკოს და გამოხატოს თავიის მოსაზრება გადაცემის თემასთან დაკავშირებით.

ასევე, "პალიტრის" ეთერში, კვირაში ერთხელ, ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ერთად, გადის გადაცემა "კავკასიური პალიტრა". ასევე კვირაში ორჯერ გადის თამარ ცაგარეიშვილის საავტორო გადაცემა "ჩვენ ". რადიოს აქვს ეკონომიკური პროგრამა "საქმე", რომლის წამყვანია გიორგი კალანდაძე. შაბათობით ეთერშია შემეცნებით-გასართობი რადიოპროგრამა "შუადღე" - მარიკა დარჩიასა და გაგა გობრონიძესთან ერთად. ნინო შურღაია რადიომსმენელს ყოველდღიურად აცნობს პრესის მომოხილვას.

რადიო "პალიტრის" ახალი გადაცემების მომზადებასაც გეგმავს. როგორც ბაია ცანავა აცხადებს, "პალიტრის" მსმენელს წინ ბევრი ახალი პროექტი ელოდება. რადიო "პალიტრის" ეთერი ჯერ მხოლოდ თბილისში და მისი შემოგარენში ვრცელდება, მაგრამ ცანავა იმედოვნებს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია რადიოს საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობის ლიცენზიას მიანიჭებს.

რაც შეეხება სარეკლამო ბაზარს, მიუხედავად იმისა, რომ რადიო ჯერ მხოლოდ ერთი წლისაა, მას, ხელმძღვანელების თქმით, რეკლამის დამკვეთები არ აკლია. ამის საილუსტრაციოდ რადიოს მესვეურებს ის ფაქტი მოჰყავთ, რომ "პალიტრის" ეთერში, საათში ერთხელ, 4 სარეკლამო ჩართვა გადის.

რადიოში ათობით ჟურნალსტი მუშაობს. საინფორმაციო სამსხურის 11 კორესპონდენტი იმავდროულად სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტებიც არიან. გარდა ამისა, რადიოში მუშოაბს ორი ხმის რეჟისორი, ფინანასური დირექტორი, სარეკლამო სამსახურის უფროსი, საინფორმაციო სამსახურის უფროსი. რადიო "პალიტრას" 7 რეგიონული კორესპონდენტი ჰყავს.

რაც შეეხება რადიოს რეიტინგს, როგორც ცანავა აცხადებს, სხვა კონკურენტი რადიოსადგურების მიერ ჩატრებულ ბოლო დროინდელი გამოკითხვების მიხედვით, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რადიო "პალიტრა" ლიდერობს.

სიხშირე FM 103.9, რომელზეც ახლა რადიო "პალიტრა" გადასცემს, ადრე რადიო "უნივერსს" ეკუთვნოდა. საგამომცემლო სახლმა "კვირის პალიტრა" ეს სიხშირე ერთი წლის წინ იყიდა.

ლანა ბერიძე

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test