შემოგვიერთდი

21.05.2009 20:00

გაზეთი „გურია NEWS“

David Mchedlidze
ახლო ხედით

გაზეთი "გურია NEWS" გამოდის კვირაში ორჯერ ორშაბათს და ხუთშაბათს კვირეული ტირაჟით 7000-7200 ეგზემპლარი. ორშაბათის ნომერი 16-გვერდიანია, გარე 2 ფერადი გვერდით და მასთან ერთად ვრცელდება გურიის ახალგაზრდული ყოველკვირეული გაზეთი "21-ს ქვევით" გარე 2 ფერადი გვერდით. "გურია ნიუსის" ხუთშაბათის ნომერი 8-გვერდიანია. თვეში ერთხელ გამოდის გაზეთის დამატება "კარმიდამო ჩემი", რომელიც სოფლის მეურნეობის სიახლეებს აცნობს მკითხველს. გაზეთი იბეჭდება თბილისში, შპს "რამიშვილი და კომპანიას" კუთვნილ სტამბაში.

ტირაჟის 97% ხელმოწერაა და საკუთარი სადისტრიბუციო ქსელით, უზრუნველყოფილია გაზეთის სახლში მიტანა გურიის სამივე მუნიციპალიტეტის სოფლებში. ანალოგიური სერვისით სარგებლობენ ხელმომწერები თბილისში. გაზეთის გამოწერა გურიაში, თვეში 3 ლარი ღირს, თბილისში - 5 ლარი და 60 თეთრი. გაზეთს აქვს უნიკალური მონაცემთა ბაზა ხელმომწერთა შესახებ.

გაზეთს აქვს განყოფილებები ჩოხატაურში, მისამართზე: დუმბაძის 25, ტელეფონი: (899) 207 470, ოფისის ხელმძღვანელი ვარდო ანდღულაძე; ლანჩხუთში _ ნოე ჟორდანიას 128, I სართული, ტელეფონი: (895) 699 096, ოფისის ხელმძღვანელი ნინო მშვიდობაძე; ოზურგეთში - ჭავჭავაძის გამზირი 4, მე-3 სადარბაზო, I სართული, ტელეფონი: (899) 373 515, ოფისის ხელმძღვანელი თემურ მარშანიშვილი; თბილისში - ვაჟა ფშაველას 78, I სადარბაზო, I სართული, ტელეფონი: 9877) 725 854, ოფისის ხელმძღვანელი დაკა ბერძენიშვილი. გაზეთის მთავარი რედაქტორია გიორგი სიხარულიძე. გაზეთის გამომცემელია შპს "ჩოხატაურის მაცნე" (დირექტორი – ია მამალაძე). ელ-ფოსტა: : guria@gurianews.com ; info@gurianews.com

ბოლო სამი წლის განმავლობაში, გაზეთი თვითდაფინანსებაზე; 2008 წელს გაზეთმა მოიპოვა IFES-ის ორთვიანი დაფინანსება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების უკეთ გაშუქების მიზნით.

"გურია ნიუსმა" ერთ-ერთმა პირველმა შექმნა საკუთარი ეთიკური კოდექსი, რომელიც 2001 წლიდან ყოველ ნომერში ქვეყნდება. გზეთს აქვს სატელიტური ინტერნეტი, ქართულ მედიასივრცეში შექმნა ერთ-ერთი პირველი და ყოველკვირეულად განახლებადი ვებ-გვერდი, მისამართით: www.gurianews.com ლისაბონში, მსოფლიო გაზეთების ასოციაციის (WAN) საერთაშორისო კონფერენცია-გამოფენაზე "ახალი ტექნოლოგიები და განვითარების ტენდენციები", - "გურია ნიუსი", "კვირის პალიტრასთან" ერთად, წარმოადგენდა საქართველოს (დამფინანსებელი IREX).

რედაქციაში მუდმივი შტატით - 12, შტატგარეშედ კი 23 თანამშრომელი მუშაობს. სადისტრიბუციო ქსელი აერთიანებს 70 დისტრიბუტორს. "გურია ნიუსის" ჟურნალისტებს მიღებული აქვთ არაერთი პრემია და ჯილდო სხვადასხვა სახის კონკურსებში.

შიდა პრობლემებზე საუბრისას, გაზეთის მესვეურები გამოყოფენ რამდენიმე საკითხს, რომელი გადაწყვეტას მოითხოვს, ესენია: ჟურნალისტთა პროფესიული დონის ამაღლება, ტექნიკური გადაიარაღება (რაც, ძირითადად, არასტაბილური დენის მიწოდების გამო, კომპიუტერული ტექნიკის გაფუჭებითაა გამოწვეული) და პროფესიონალი სარეკლამო აგენტების ნაკლებობა. გარე ხელის შემშლელი ფაქტორებიდან, ძირითადი, დაბალი სოციალურ-ეკონომიკური გარემოა, რაც სამწუხარო მოცემულობაა; აგრეთვე, უმთავრესია, ინფორმაციის გაძნელებული მიღება ადგილობრივი სახელისუფლებო სტრუქტურებიდან, რის გამოც რედაქცია პერიოდულად სასამართლოს მიმართავს.

ია მამალაძე, "გურია NEWS"ის გამომცემელი: "მაგალითად, წლევანდელი გახმაურებული საქმის შემდეგაც კი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არ აკეთებს კომენტარებს "არასასურველ ჟურნალისტებთან". პრაქტიკულად, შეუძლებელია ინფორმაციის მიღება, ფაქტის კომენტირება პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ორგანოებიდან. ხშირია ჟურნალისტების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის, მუქარის ფაქტები, რის გამოც, სამართალდამცავ ორგანოებსაც მივმართეთ, მაგრამ საქმე მხოლოდ ჟურნალისტების დაკითხვით მთავრდება. ბოდიშის მოხდის დაკისრებით დამთავრდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელის მიერ ჟურნალისტის მიმართ ცილისწამების ბრალდებით გამართული სასამართლო პროცესი, მაშინ, როცა ამგვარ ნორმას საქართველოს კანონმდებლობა საერთოდ არ იცნობს. ჩვენ ვერ შევძელით ამ სრულიად უსაფუძვლო გადაწყვეტილების ასლის მიღება, რომ სასამართლოს განაჩენი გაგვესაჩივრებინა ზემდგომ ინსტანციაში. არანაკლებ პრობლემას წარმოადგენს გამოქვეყნებული ფაქტების მიმართ ხელისუფლების, სამართალდამცავი ორგანოების სრული ინდიფერენტულობა _ აშკარა კანონდარღვევის, ხშირად კრიმინალური შეფერილობის ფაქტები, რასაც ჟურნალისტები მოიძიებენ და აქვეყნებენ, ყოველგვარი რეაგირების გარეშე რჩება, თუ არ არსებობს კონკრეტული პირის მიმართ განსაკუთრებული და შერჩევითი სამართალის განხორციელებით გამოწვეული ინტერესი."

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test