შემოგვიერთდი

10.05.2009 20:00

სტუდენტური გაზეთი "თსუ თაიმსი"

David Mchedlidze
ახლო ხედით

"თსუ თაიმსი" დაარსდა 2008 წლის 17 აპრილს, რითაც პირველი ქართული სასწავლებლის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტებმა, საუნივერსიტეტო ახალგაზრდული მედიის განვითარებაში, საკუთარი წვლილი შეიტანეს. გაზეთის რედაქციას მუშაობის და გამოცდილების 10-წლიანი გამოცდილება გააჩნია, რადგანაც "თსუ თაიმსამდე" გამოიცემოდა საფაკულტეტო გაზეთი - "ახალგაზრდა იურისტი."

"თსუ თაიმსი" წარმოადგენს ყოველთვიურ გამოცემას, რედაქცია დაკომპლექტებულია სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისაგან, სარედაქციო ურთიერთობებს არეგულირებს სამოქმედო დებულება, (ძალაშია 2009 წლის 1 მარტიდან) გაზეთს არჩეული აქვს გამოცემის ანალიტიკური პროფილი, აშუქებს ყოველთვიურად საქართველოსა და უცხოეთში მიმდინარე მთავარ ამბებს, საზოგადოების ყველაზე აქტუალურ თემებს, უნივერსიტეტისა და სტუდენტური ცხოვრების მნიშვნელოვან სიახლეებს, ქართული სამართალებრივი ცვლილებების ანალიზსს, განსაზღვრავს ყოველი ნომრისთვის საჭირო რუბრიკების საჭიროებას, სპეც-ნომრებსა თუ საგაზეთო ჩანართებს. გარდა ამისა, რედაქცია ახორციელებს თემატურ სემინარებს, კონფერენციებს თუ სხვადასხვა სახის ახალგაზრდულ ღონისძიებებს.

"თსუ თაიმსის" დამფუძნებლებმა ახალი რუბრიკა "შენი ახალი სიტყვა" - გახსნეს. ეს არის თავისუფალი სიტყვის ტრიბუნა, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს საკუთარი მოსაზრებებისთვის შეუძლია გამოიყენოს. "თსუ თაიმსი" თანამშრომლობს სხვადასხვა მედია გამოცემებთან, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, არასამთავრობო სექტორთან, სტუდენტურ თვითმმართველობებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. გაზეთის ტირაჟის ნაწილი, უფასოდ მიეწოდება საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის რექტორატებს და სტუდენტურ თვითმმართველობებს, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო ცენტრებს, ეროვნულ ბიბლიოთეკას, ქართულ ტელეკომპანიებსა და ჟურნალ-გაზეთის რედაქციებს, საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებს, საქართველოს მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, უზენაეს სასამართლოს, სახალხო დამცველის აპარატს, ქალაქ თბილისის მერიას და სხვა.

"თსუ თაიმსის" ელექტრონული ვერსია მიეწოდებათ საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს, ცნობილ ჟურნალისტებს, ექსპერტებს, სამართლის სპეციალისტებს. რედაქციის მიერ შექმნილია "მკითხველთა ელექტრონული არქივი," რომლითაც სარგებლობენ მიკითხველები- სტუდენტები, სხვადასხვა სასწავლებლებიდან. "თსუ თაიმსი" ვრცელდება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის სტუდენტური თვითმმართველობაც "თსუ თაიმსის" პარტნიორია. რედაქცია აგრძელებს თანამშრომლობის გაღრმავებას რეგიონის სხვა უნივერსიტეტებთანაც. "თსუ თაიმსის" რედაქცია მიმართავს ყველა ორგანიზაციას თუ მხარეს, მიაწოდონ მათ მიერ ჩატარებული პრესკონფერენციების, ღონისძიებების თუ შეხვედრების შესახებ მოგვეწოდოს ინფორმაცია, გაზეთში გაშუქების მიზნით. რედაქციას პრესრელიზები და სხვა მასალები შეგიძლიათ მიაწოდოთ ელ.მისამართზე: tsutimes@yahoo.com.

რედაქციის მისამართია: თსუ, VIII კორპუსი, I სართული, 101 ოთახი. "თსუ თაიმსის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია: არჩილ კაიკაციშვილი; პასუხისმგებელი გუნდის ხელმძღვანელი: ნათია თამაზაშვილი, ხოლო მთავარი მენეჯერი: ალექასანდრე პაპიაშვილი. "თსუ თაიმსის" რედაქციის საქმიანობის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ: www.ai.tsu.ge.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test