შემოგვიერთდი

22.10.2020 23:24

დროული და საჭირო პროექტი საზოგადოებისთვის

ავტორი: როზა კუხალაშვილი

ბოლო წლებში მსოფლიოში საგრძნობლად გაიზარდა მიგრაცია. რაც დრო გადის საზღვრები ქვეყნებს შორის სულ უხილავი ხდება. ადამიანები სხვადასხვა მიზეზით, ძირითადად კი უკეთესი მომავლის იმედით, ტოვებენ საკუთარ სამშობლოს.  საქსტატის მონაცემებით  საქართველოში მხოლოდ 2013 – 2019 წლებში იმიგრანტთა რიცხოვნობა  625659, ხოლო ემიგრანტთა რიცხოვნობა 667514 კაცს შეადგენს.  ასევე გასათვალისწინებელია, რომ თითქმის სამი ათეული წელია საქართველოში გვყავს სამას ათასამდე  იძულებით გადაადგილებული პირი.

ასეთ ვითარებაში საქართველოში მიგრაციის  რეგიონალური მედია ლაბორატორიის ჩატარება, როგორც ონლაინ ისე რეალური შეხვედრებით იყო ძალზე საჭირო ჟურნალისტებისათვის, ბლოგერებისთვის და საერთოდ მედიის წარმომადგენლებისათვის.  იმის გათვალისწინებით, რომ  მონაწილეებმა მიიღეს კომპეტენტური ექსპერტების  ინფორმაცია ტრანსნაციონალურ მიგრანტების ძირითად უფლებებზე ციფრულ სამყაროში,  დეზინფორმაცია მიგრაციაზე და ფაქტების გადამოწმება, ლტოლვილთა  უფლებებზე, თუ როგორ უნდა გაშუქდეს  შრომითი მიგრანტების საკითხები და ა.შ.

მნიშვნელოვანი იყო  სემინარი, რომელიც მიეძღვნა მიგრაციას, პანდემიას და ამ პრობლემების  გაშუქებას მედიაში.

იმის გათვალისწინებით, რომ დღეს მთელ მსოფლიოში მძინვარებს კოვიდ-19-ის პანდემია უმნიშვნელოვანესია ობიექტური ინფორმაციის მიწოდება საზოგადობისათვის, რაშიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ენიჭება მედიას.

მადლობა ორგანიზატორებს და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test