შემოგვიერთდი

01.07.2015 01:35

ტრენინგზე მოსმენილი-რჩევები ჟურნალისტებს

Media Ge
სტატიები საუბრები მედიაზე

 

 

მოამზადა ლუკა პერტაიამ

ტრენინგზე

ტრენინგზე

გთავაზობთ ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) კავკასიის პროგრამისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ერთობილი მასტერკლასის ფარგლებში მოსმენილ ფრაზებსა და რჩევებს:

ნათია კუპრაშვილი

ნათია კუპრაშვილი

ნათია კუპრაშვილი – საქართველოს რეგიონულ
მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

  • „ომის პირველი მსხვერპლი არის სიმართლე.“
  • „მშვიდობის ჟურნალისტიკა არ არის სათანადოდ დაფასებული, „ომის“ ჟურნალისტიკა კი, სამწუხაროდ, უფრო შემოსავლიანია.“
  • „ჟურნალისტები პირდაპირ კავშირში ვართ კონფლიქტთან, ჩვენ ვსაზრდოობთ ომებით.“
  • „როგორც კი ომი იწყება,  ჩნდება მოთხოვნილება მედიაზე – მათ ინფორმაცია სწყურიათ.“
  • „ჟურნალისტმა ყველაფერი უნდა დაინახოს, გადაიღოს და დაიმახსოვროს, მაგრამ უნდა შეარჩიოს, რა გაუშვას ეთერში, რა დაწეროს.“
  • „ჩვენ ვერ ვისწავლეთ კრიტიკა, სხვის ომშიც კი მხარე ვართ, ვერ აღმოვაჩინეთ ჩვენს თავში კრიტიკა, ვერ დავძლიეთ სუბიექტურობა“, – უკრაინის კონფლიქტის ქართულ მედიაში გაშუქებასთან დაკავშირებით.
  • „მეტი უნდა ვიფიქროთ მულტიმედიურობაზე.“
  • „თითქმის ყველა ტექნოლოგია, რაც მედიაში გვაქვს, ომების მოტანილია: რადიო – პირველი მსოფლიო ომი, ინტერნეტი- „ცივი ომი.“
  • „თქვენი ჟურნალისტური პროდუქტი არ უნდა მოეწონოს ყველას.“
  • „ბალანსი არ ნიშნავს სხვადასხვა რესპონდენტისათვის თანაბარი დროის მიცემას.“
  • „მშვიდობის ჟურნალისტიკა – ეს დახშული ხმების წინ წამოწევაა.“ 

    ბექა ბაჯელიძე

    ბექა ბაჯელიძე

ბექა ბაჯელიძე – ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR)
კავკასიის პროგრამის დირექტორი

 

  • „ზედაპირულობა ყველაზე უარესი შედეგის მომტანია საფრთხის შემცველი კონფლიქტის გაშუქებისას.“
  • „თუ რეპორტაჟი ან სტატია არის საინტერესო, კარგი, ხარისხიანი, მას მოკლევადიანი რეიტინგი კი არა, ხანგრძლივი გამოხმაურება და ცნობადობა მოჰყვება.“
  • „ყველაზე დიდი ბენეფიტი, რასაც კარგი რეპორტაჟის გაკეთებით მოვიპოვებთ, არის ნდობა.“
  • „მედიას მართლა ბევრი რამის დაზიანება შეუძლია.“
  • „როცა გადაცემა ტოვებს ზიზღს, ტოვებს გაუგებრობას და ქრება – ეს უკვე დანაშაულია.“

    თამარ რუხაძე

    თამარ რუხაძე

თამარ რუხაძე – ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის
აღმასრულებელი დირექტორი:

 

  • „მაშინაც კი, როცა ვლაპარაკობთ მშვიდობის ჟურნალისტიკაზე, ვფიქრობთ ომზე.“
  • „ომის ჟურნალისტები დიდ ფასს იხდიან იმაში, რასაც აკეთებენ.“
  •  „ომი არა მხოლოდ ცხოვრებას ანგრევს, არამედ ჩვენს პროფესიულ წესებსაც.“
  • „შეცდომების ძალიან დიდ წილს უშვებენ ჟურნალისტთა ხელმძღვანელები.“
  • „შეცდომები გახსოვთ თქვენ და ახსოვს ყველას.“
  •  „ხშირად მეტ ეფექტს ქმნის არა ვიდეო, არამედ ფოტო. ომების შემდეგ რჩება ფოტოები.“
  • „მთავარია, რა ინფორმაციას შეიცავს კადრი.“
  • „13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ სათითაოდ დავდევდით სააგენტოებს, რომლებიც გარდაცვლილების ფოტოებს ავრცელებდნენ.“
  • „ტრაგედიისმომენტში დაზარალებული არ უნდა აჩვენო.“
  • „პასუხისმგებლობის მქონე მედია შიძლება იყოს მხოლოდ თავისუფალი მედია.“
  • „ჟურნალისტების გავლენა იმდენად ძლიერია, რომ  თქვენ შეიძლება დაიწყოთ ან დაასრულოთ ომი.“
  • „სიმართლის ძიება ქმნის ჟურნალისტიკას.“

    თემურ კიღურაძე

    თემურ კიღურაძე

     

თემურ კიღურაძე – ჟურნალისტი, ჟურნალისტური
უსაფრთხოების ტრენერი

  • „თქვენ ხართ ჟურნალისტები და მოგიწევთ წასვლა იქ, სადაც სხვები არ მიდიან.“
  • „არცერთი კადრი არ არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჟურნალისტის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა.“
  • „ჩვენ ყოველთვის გვაქვს ემოციები და უნდა გვქონდეს მათი გაკონტროლების უნარიც.“
  • „არის შემთხვევები, როცა არ იცი როგორ მოიქცე. ასეთ დროს, დააკვირდით გამოცდილი ჟურნალისტების მოძრაობას.“
  • „უნდა ვიცოდეთ, ვისთან გვაქვს საქმე.“
  • „ჩვენ ტყვიაზე სწრაფად ვერ გავიქცევით, ამიტომ“...
  • „ილაპარაკეთ წყნარად, პანიკის გარეშე.“
  • „თან იქონიეთ საბუთები.“
  • „უნდა მიხედოთ ლექსიკას.“
  • „მანქანა ვერ დაგიცავთ ტყვიებისაგან.“
  • „როგორც კი დაგიმიზნებენ, უნდა გაჩერდე.“
  • „როცა კამერით იღებ, უნდა იცოდე, გადაღებულ მასალას გამოიყენებ თუ არა. თუ არ გამოიყენებ, მაშინ „გასართობად“ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიღო.“
  • „კონფლიქტის საველე გაშუქებისას თან უნდა გქონდეთ: პირველადი დახმარების ნაკრები, ყველა საჭირო კაბელი და ადაპტერი, დამტენები, საჭმლის, წყლის და პირადი ჰიგიენის ნივთების მარაგი, სათადარიგო ტანსაცმელი, ტელეფონები, საბუთები, ფული, ფანარი, ელემენტები, სიგარეტი – თუ არ ეწევით, მაშინაც კი, პირადი თავდაცვის საშუალებები... არავითარი ალკოჰოლი ან ნარკოტიკი“! 

 

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test