შემოგვიერთდი

27.03.2015 17:15

„სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ და GDS-ს ერთობლივი ტელეპროექტი

Media Ge
მედია მედიის შესახებ

ჟურნალისტ ია ანთაძის ორგანიზაცია "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის" ახალი ერთობლივი ტელეპროექტი - "მედიასტანდარტი" 29 მარტიდან GDS-ის ეთერში, ყოველ კვირას, 23:00 საათზე გავა.

გადაცემა პირდაპირ ებმის HBO-ს სატელევიზიო სერიალს "Newsroom", რომელიც GDS-მა შეიძინა, სერიის დასრულების შემდეგ კი დისკუსია დაიწყება. პირველ გადაცემას ჟურნალისტი ია ანთაძე წაიყვანს, დანარჩენ 13 გადაცემას კი, სხვადასხვა ჟურნალისტები.

"ია ანთაძე იქნება პირველი წამყვანი, ყოველ დისკუსიას ეყოლება ერთი წამყვანი და იგი შეიცვლება ყოველ კვირას და ისინი იქნებიან პროფესიონალი ჟურნალისტები. იქნება 4 სტუმარი და სტუდენტები, სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას, საუბარი იქნება ქართულ მედიაზე საერთაშორისო სტანდარტების ჭრილში. იქნება დისკუსიები "ნიუსრუმის" ირგვლივ და ა.შ. ია ანთაძე მხოლოდ პირველი გადაცემის წამყვანი იქნება.  თავად უშუალოდ არის ჩართული, რადგან სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის და "ჯიდიესის" ერთობლივი პროექტია, ამიტომ პირელი გადაცემის წამყვანი თავად იქნება. შემდეგ სხვადასხვა ჟურნალისტები იქნებიან და ასე კონკრეტულად ვერ გეტყვით ახლა, ვინ იქნებიან",- განუცხადა "ნეტგაზეთს"  თათა ძმანაშვილმა, GDS-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.

The Newsroom პოლიტიკური დრამაა, რომლის შემქმნელიც აარონ სორკინია. სატელევიზიო სერიალი HBO-ს მიერაა გადაღებული, მასში სულ სამი სეზონია, ჯამში, 25 სერიით. სერიალის პრემიერა 2012 წლის ივნისში გაიმართა და 2014 წლის დეკემბერში დასრულდა. სერიალი ამერიკული ტელეკომპანიის Atlantis Cable News (ACN)-ის კულისებში განვითარებულ მოვლენებს აღწერს, მასში ის დილემებია ნაჩვენები, რომელსაც მედია და ჟურნალისტები ყოველდღიური მუშაობის დროს აწყდებიან. აარონ სორკინი ემის მფლობელია, ასევე, პოლიტიკური დრამისთვის  The West Wing.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test