შემოგვიერთდი

14.12.2014 20:14

როგორ „ვიყვიროთ“ სწორად?

Media Ge
სტატიები მოსაზრება

ავტორი: ლევან ჭინჭარაული

რეკლამა ლათინური (reclamo) სიტყვაა და ქართულად ყვირილს, წამოყვირებას ნიშნავს. დღეს, მთელს მსოფლიოში, „ყვირილის“ გარეშე კომპანიის განვითარება შეუძლებელია, ესაა მარკეტინგული იარაღი, რომელსაც მომხმარებელთა მოსაზიდად და მათი რაოდენობის ზრდისათვის იყენებენ. ეს სფერო იმ დონეზეა განვითარებული, რომ ყოველდღიურობა მის გარეშე წარმოუდგენელია. რეკლამირების უამრავი საშუალება არსებობს (სატელევიზიო, რადიო, ბეჭდური, გარე, ინტერნეტ, სმს...) და ყველა მათგანს აქვს თავისი უპირატესობები. მთავარია კომპანიამ იცოდეს, მისთვის რეკლამირების რომელი საშუალება იქნება ყველაზე სასარგებლო და შედეგიანი.

რეკლამირებას მთელს მსოფლიოში თითქმის ყველა კომპანია მიმართავს, მაგრამ საქართველოში შევხვდებით ისეთებსაც, ვინც ფიქრობს, რომ უკონკურეტოა და რეკლამა არ სჭირდება, ან არ სცალია რეკლამისთვის, ან სულაც შემოსავლები უმცირდება, კომპანიის საქმე ცუდად მიდის და რეკლამაზე ფულის დახარჯვა უაზრობად მიაჩნია. ალბათ, მათ თომას ჯეფერსონის გამონათქვამი არ წაუკითხავთ: „ადამიანი, რომელიც აჩერებს რეკლამირებას იმისათვის, რომ დაზოგოს ფული, ჰგავს ადამიანს, რომელიც აჩერებს საათს იმისათვის, რომ დაზოგოს დრო“.

 ახლა კი მინდა რადიო რეკლამის და მისი უპირატესობების შესახებ მოგიყვეთ.

რეკლამირებისათვის FM დიაპაზონის გამოყენებას აქვს უამრავი დადებითი მხარე. ამ დადებით მხარეებს კი ცოდნა და სწორად გამოყენება უნდა.

ბევრი მიიჩნევს, რომ რეკლამირებისათვის აუცილებელი პირობაა ვიზუალური ეფექტი. შეუძლებელია არ დაეთანხმო, მაგრამ... მაგრამ სწორად დაგეგმილ და განხორციელებულ ხმოვან (რადიო) რეკალამასაც არანაკლები შედეგის მოტანა შეუძლია, ვიდრე სატელევიზიო რეკლამას.

ხმოვანი ეფექტების საშუალებით რადიო რეკლამა აღძრავს პოტენციური კლიენტის წარმოსახვაში იდეალურ სურათებს. იგი კრეატივისა და ფანტაზიის უშრეტი წყაროა. რადიო რეკლამა ასევე სიახლეების დაანონსების საუკეთესო შესაძლებლობაა. გახსოვდეთ, რადიო მსმენელი რეაგირებს პირველი!

მანქანაში, სახლში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მობილურ ტელეფონში თუ ინტერნეტში, რადიო ყველგან არის, მას უსმენს თითქმის ყველა, მისი სეგმენტი მრავალფეროვანია და მისი მოსმენა ყველგან და ყოველთვის შეიძლება: სამსახურში, მგზავრობისას, გართობის თუ ვარჯიშის დროს. რადიოთი ვრცელდება მუსიკა, საინტერესო ამბები, სიახლეები, ჭორები, რადიო ქმნის საზოგადოების განწყობას.

საქართველოში, განვითარებული ქვეყნების მსგავსად, რადიო რეკლამას ბევრი კომპანია იყენებს, ბევრ კომპანიას კი რადიოს გაგონებაც არ უნდა?! დღესდღეობით  რადიომ შეიძლება პოპულარობა დაკარგა, მაგრამ მხოლოდ მცირედით. საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში თითქმის ყველა სეგმენტზე გათვლილი, სხვადასხვა ფორმატის რადიო მაუწყებლობს. ისინი ერთმანეთს კონკურენციას ფასებით, მსმენელთა სეგემენტებით და მათი რაოდენობით უწევენ. რადიო რეკლამის ფასი საქართველოში საკმაოდ დაბალია. ესეც რადიო რეკლამირების ერთ-ერთი მთავარი უპრატესობაა. ის ხელმისაწვდომია დაბალ შემოსავლიანი კომპანიებისთვისაც.

რადიოში რეკლამის განთავსების დროს, ქართული კომპანიები ხშირად უშვებენ შეცდომებს. ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომაა არასწორად შერჩეული რადიოს ფორმატი და მისი მსმენელი სეგმენტი. ასეთი შეცდომების  უამრავი მაგალითი არსებობს. ეს აზარალებს როგორც კომპანიას, ასევე ზოგადად სარეკლამო ბაზარს: კომპანია შედეგს ვერ ნახულობს რეკლამიდან და ჰგონია, რომ რადიოში რეკლამას შედეგი არ მოაქვს. ის საერთოდ არ ფიქრობს საკუთარ შეცდომაზე. გასაკვრია, რომ თვითონ რადიოებიც თანხმდებიან ასეთი უშედეგობისთვის განწირული რეკლამის განთავსებას. მართალია, მათ მიიღეს შემოსავალი, მაგრამ ეს ხომ ერთჯერადი შემოსავალია და ასეთი კომპანია არცერთ რადიოში რეკლამას აღარ გააკეთებს. იმ რადიოშიც კი, რომელშიც შედეგს ნახავდა. სხვა შეცდომებია: ნეგატიური აუდიო რგოლების დამზადება, ამ რგოლის სასარგებლოდ ვერ ათვისება და არასაჭირო ინფორმაციის განთავსება. რადიო რეკლამა უნდა იყოს ლაკონური, არ უნდა იწვევდეს გაღიზიანებას და რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიწოდება უნდა ხდებოდეს პოზიტიურად.

განათავსეთ რადიოში რეკლამა! მაგრამ, ჯერ მოიძიეთ ინფორმაცია ყველა რადიოს შესახებ. გაიგეთ, თუ რომელი რადიოს მსმენელია თქვენი პოტენციური მომხმარებელი, გაარკვიეთ ყველა რადიოს სარეკლამო ფასი, ასევე ამ რადიოში რეკლამების რაოდენობა (რეკლამებით გადატვირთული რადიო ნაკლებ შედეგიანია). შემდეგ იზრუნეთ აუდიო რგოლის დამზადებაზე. ის უნდა იყოს ადვილად დასამახსოვრებელი და საჭრო ინფორმაციით დატვირთული. აუცილებელია, რომ მუსიკალური ფონი,  რეკლამის ტექსტი და ხმა იყოს პოზიტიური და არა გამაღიზიანებელი. ამ ყველაფრის შემდეგ შეგიძლიათ მშვიდად დაელოდოთ შედეგს! 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test