შემოგვიერთდი

01.12.2014 17:08

კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა ვიკითხოთ ონლაინ-კომენტარები

media.ge
სტატიები მედია მედიის შესახებ

foreignpress.ge
თუკი სტატიას ინტერნეტში კითხულობთ, კითხვის დასრულების შემდეგ დაფიქრდით და გაიაზრეთ მისი შინაარსი. შემდეგ წაიკითხეთ კომენტარები სტატიის ბოლოს. თუკი კომენტარი არ დაგხვდათ, სხვა ისეთ საიტზე შებრძანდით, სადაც პოლიტიკური შინაარსის კომენტარებია. წაიკითხეთ და შეადარეთ საკუთარი მოსაზრება სტატიაზე სხვა მომხმარებლების მოსაზრებებს. 

დიდია იმის შანსი, რომ თქვენი შეხედულება შეიცვლება, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც მთელ რიგ შეუარცხმყოფელ, ნეგატიურ და დამცინავ რეპლიკებს გაეცნობით - ასეთები როგორც წესი, ბევრია. დიდი ხნის წინ არსებობდა განცდა, თითქოს ინტერნეტი ცივილიზებული, ღია კამათის სივრცე გახდებოდა, მაგრამ დღეს, ბევრი არამოდერირებადი ფორუმი შეურაცხყოფათა გაცვლის ადგილია. მოგწონთ ეს თქვენ თუ არა, საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია: ბევრმა ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ ანონიმური ონლაინ-კომენტარები, მით უფრო უხეში კომენტარები, სერიოზულ გავლენას ახდენს სტატიის, მისი ავტორისა და სტატიის შინაარსის აღქმაზე. მკვლევართა ერთმა ჯგუფმა გაარკვია, რომ უხეში კომენტარები “არამხოლოდ ყოფს მკითხველებს დაპირისპირებულ ბანაკებად, არამედ ექსპერიმენტის მონაწილეებს აზრს უცვლის სტატიაზე”. Atlantic Media-ს ციფრულმა ანალიტიკოსმა აღმოაჩინა, რომ ნეგატიური კომენატრების მკითხველები, გაცილებით ხშირად აძლევენ სტატიას დაბალ შეფასებას, მიუხედავად ამ სტატიის შინაარსისა, და ეჭვქვეშ აყენებენ მის სანდოობას. 

ახალი ამბების ზოგიერთმა საიტმა, ექსპერტების ასეთი დასკვნების შემდეგ დაიწყო კომენტარების ზედმიწევნით შემოწმება. “ტვიტერის” ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებელი @AvoidComments პერიოდულად ახსენებს ხოლმე საკუთარ მკითხველს, რომ ყურადღება არ მიაქციოს ანონიმურ პოსტებს: “თქვენ ხომ რეალურ ცხოვრებაში არ დაუგდებდით ყურს ადამიანს სახელად Bonerman26. ამიტომ ნუ კითხულობთ მის კომენტარებს”. თუმცა, ვერაფერი ვერ უშლის ხელს იმას, რომ შეურაცხმყოფელი კომენტარების ტალღებმა პერიოდულად გადაუაროს სხვა ინტერნეტ სივრცეებს, გაჟონოს “ფეისბუქში” და გდაავსოს “ტვიტერი”. 

მსგავსი კომენტარები რომ სპონტანური იყოს, მაშინ ეს მხოლოდ საინტერესო ფსიქოლოგიური ფენომენი იქნებოდა. მაგრამ ასეთი კომენტარები სპონტანური არ არის. ჩემმა მეგობარმა, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ-ერთ ევროპულ კომპანიაში მუშაობდა, მოამბო იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც სპეციალურად ქირაობენ ადამიანებს, რომ მათ ანონიმურად დატოვონ პოზიტიური კომენტარები კომპანიის კლიენტებზე და ნეგატიურად მოიხსენიონ მათი კონკურენტები. დადის ხმები, რომ იგივეს აკეთებს უამრავი პოლიტიკური პარტია მსოფლიოში. 

საზოგადოებაზე ზეგაველნის ამ ინსტრუმენტის მიმართ ინტერესი მთავრობებსაც აქვთ. შარშან, რუსმა ჟურნალისტებმა შეაღწიეს სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთი ორიგანიზაციის თანამშრომელთა რიგებში, ორგანიზაციის, რომელიც ადამიანებს ფულს უხდის იმისთვის, რომ მათ დღეში სულ ცოტა 100 კომენტარი გამოქვეყნონ. 2014 წლის დასაწყისში ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ გამოავლინა, რომ ერთი გავლენიანი ბიზნესმენი ფულს უხდიდა რუს ტროლებს იმისთვის, რომ მათ “ტვიტერში” 10-10 პროფილი გაეხსნათ, რომელთაგან თითოეულს ჰყავდა 2000-მდე მიმდევარი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ლონდონურმა გამოცემა Guardian-მა აღიარა, რომ ე.წ. “დაგეგმილი კამპანიის” მოდერაციის პრობლემები გაუჩნდა. “მშვიდობით, Eddie” - დაწერა ესტონეთის პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ, დაბლოკა რა კიდევ ერთი ტროლი “ტვიტერში”. 

რუს ტროლებს უკვე ყველა კარგად იცნობს. მაგრამ, შეიძლება ბევრი ემზადებოდდეს მათთან მიერთებისათვის. ერთმა ირანულმა საგანმანათლებლო ჯგუფმა “Tavaana” ახლახან აღმოაჩინა, რომ მისი გვერდი “ფეისბუქში” დაბოლოკილია ირანელი ტროლების წყალობით. ყველასთვის ცნობილია ისიც, რომ ჩინეთის მთავრობა აკონტროლებს ინტერნეტს ჩინეთში ასობით ათასი დაქირავებული ბლოგერის საშუალებით. სულ ცოტა დრო გავა და იგივეს კეთებას ისწავლიან ინგლისურ, კორეულ და სხვა ენებზე. 

დემოკრატიისთვის ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. ონლაინ-კომენტარები უმალ ახდენს გავლენას ამომრჩევლების შეხედულებების ჩამოყალიბებაზე, იმ შემთხვავშიც კი როდესაც ისინი გამაღიზიანებელია; ან მკითხველს უჩენს განცდას, რომ ზოგიერთი მოსაზრება “წინააღმდეგობრივია”, ან აიძულებს მათ დაიჯერონ, რომ მოვლენათა “დამკვიდრებული” ვერსია სანდო არ არის. რუსი “ტროლები” დიდწილად არ მიმართავენ კლასიკურ პროპაგანდას, რომელიც საბჭოთა სოფლის მეურნეობას ადიდებდა. ამის ნაცვლად, როგორც ჟურნალიტებმა პეტრე პომერანცევმა და მაიკლ ვაისმა საკუთარ ნაშრომში აღნიშნეს, სადაც ისინი დეზინფორმაციის ახალ ტაქტიკას აანალიზებდნენ, ტროლების მიზანი არის “ეჭვების დანერგვა შეთქმულების თეორიებითა და ტყუილის გავრცელებით”. მსოფლიოში, სადაც ტრადიციული ჟურნალისტიკა შესუსტდა, ხოლო ინფორმაცია ულევია, ამის გაკეთება ძალიან იოლია. 

არცერთ დასავლურ მთავრობას ინტერნეტზე ცენზურის შემოღება არ უნდა, და აუცილებლად გაჩნდებიან მოწინააღმდეგეები, თუკი მთავრობა ამ ფენომენის შესწავლაზე ფულს დახარჯავს. შესაძლოა, როგორც პომერანცევი და ვაისი წერენ, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ისეთი სამოქალაქო ორგანიზაციები ან საქველმოქმედო ფონდები, რომლებიც შეძლებენ ცრუ შეტყობინებების გამოვლენას და აცნობებენ საზოგადოებას მათ შესახებ. შეიძლება სკოლებში, სადაც ოდესღაც მოსწავლეებს გაზეთების შესახებ უამბობდნენ, საჭიროა ეტიკეტის ახალი ფორმის შემოღება: როგორ გამოვიცნოთ ინტერნეტ-ტროლი, როგორ გავარჩიოთ სიმართლე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტყუილისაგან. 

შესაძლოა, ადრე თუ გვიან, ჩვენ მოგვიწიოს ანონიმურობის აკრძალვა ინტერნეტში ან სულ ცოტა იმის გარანტიის გაცემა, რომ ნებისმიერ ონლაინ პერსონას კავშირი აქვს რეალურ ადამიანთან: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ქსელში კომენტარს ტოვებს, ისევე უნდა აგებდეს პასუხს საკუთარ სიტყვებზე, როგორც ზეპირად წარმოთქმულზე. ვიცი, რომ ანონიმურობის შენარჩუნების სასარგებლოდ მთელი რიგი არგუმენტებია, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი ამ პრივილეგიას ბოროტად იყენებს. ადამიანის უფლებები, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების უფლება, უნდა ჰქონდეთ რეალურ ადამიანებს და არა ანონიმურ “ტროლებს”. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test