29.10.2014 16:14
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ ფარული მოსმენების სისტემასთან დაკავშირებით თამამი ნაბიჯები უნდა გადაიდგას
Media Ge
სტატიები მედია მედიის შესახებროგორც დეპუტატმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას არსებულ სისტემაზე, რომელიც მოსმენებს უკავშირდება.
"2012 წელს ხალხის ლოზუნგი იყო "სისტემა უნდა დაინგრეს", რაც მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის", როგორც სუბიექტის დემონტაჟს არ გულისხმობდა. ამ მოთხოვნას მოქალაქეეები გვიყენებდნენ. სისტემის ნგრევას ახლის შენება მოჰყვა, თუმცა იმ მანკიერ თვისებებზე უარი უნდა ვთქვათ, რასაც ადგილი წინამორბედების დროს ჰქონდა. ფარული მოსმენების და ე.წ ოდერეების სისტემასთან დაკავშირებით თამამი ნაბიჯები უნდა გადავდგათ და ეს იქნება რეალური წყვეტა ძველი სისტემისგან. ეს უნდა გაკეთდეს დღეს, რადგან ხვალ გვიან იქნება",-აღნიშნა კორძაია.
დეპუტატი ასევე ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა. კორძაიას თქმით, სამწუხაროა, როცა საქართველოს პარლამენტში ქალები ქალთა უფლებებზე არ საუბრობენ.
"როგორც ქალი, სოლიდარობას ვუცხადებ თითოეულ ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლია. ხელისუფლება ვალდებულია, ქალთა ძალადობას შეეწინააღმდეგოს, ქალს აჩვენოს, რომ ის აბსტრაქტული ადამიანი არ არის და რეალურია. უნდა გვჯეროდეს, რომ სუსტის ინტერესების დაცვა ძლიერი ხელისუფლების დამახასიათებელი ნიშანია", - განაცხადა თამარ კორძაიამ პლენარულ სხდომაზე.