შემოგვიერთდი

27.10.2014 17:01

დვანელები-საკუთარი თავის იმედად

თამარ სვანიძე
სტატიები ჟურნალისტის ჩანაწერები

აღნიშნული საგუშაგო აუცილებლად მიგახვედრებთ, რომ სოფელი სამხრეთ ოსეთის პირობით საზღვართან მდებარეობს და შესაბამისად უსაფრთხოების კონტროლიც გამკაცრებულია.

ბლოკპოსტს როგორც კი გასცდებით, პირველს რასაც ნახავთ გადამწვარი და მიტოვებული ნასახლარი არის. ესეც 2008 წლის აგვისტოს ომის აჩრდილი.

რამდენიმე მეტრში კი მწვანე აბრა დგას რუსული წარწერებით, რომ ეს არის სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. აბრის გასწვრივ კი მავთულხლართია, რომელიც დვანს სოფელ მუგეთთან ჰყოფს, რომელზეც ქართული იურისდიქცია აღარ ვრცელდება.

სოფელი დვანი ქარელის რაიონს ეკუთვნის. ის არის ბოლო ქართული სოფელი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან. 2012 წლიდან რუსმა მესაზღვრეებმა სოფელში ე.წ პირობითი საზღვრის გავლება დაიწყეს.

სოფელი დვანი ქარელის რაიონს ეკუთვნის. ის არის ბოლო ქართული სოფელი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან. 2012 წლიდან რუსმა მესაზღვრეებმა სოფელში ე.წ პირობითი საზღვრის გავლება დაიწყეს.

ქარელის რაიონის სოფელი დვანი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ბოლო ქართული სოფელია.

სოფელი მთავარი მაგისტრალის გორის მონაკვეთიდან დაახლოებით 40 კილომეტრშია. სოფელი ქართული პოლიციის საგუშაგოთი იწყება, სადაც კონტროლის გავლა სოფლეში შესვლის აუცილებელი პირობაა.

მავთულხლართებთან მდებარე სახლები დაცლილი და მიტოვებულია. რკინის მავთულების გავლება დვანის ტერიტორიაზე 2012 წლიდან დაიწყო. მავთულხლართები სოფელს, დაახლოებით, 25 კილომეტრზე რკინის მავთულის ღობე გასდევს. დვანი ის საზღვრისპირა სოფელია, სადაც მავთულხართების გაბმა ჟურნალისტებმა გასული წლის 28 სექტემბერს მშვიდობიანი აქციით “არა ოკუპაციას!” გააპროტესტეს.

2008 წლის აგვისტოს ომამდე ქართველებსა და ოსებს ერთმანეთთან კომუნიკაცია ჰქონდათ. ომის შემდეგ ორივე მხარეს ეშინია პირობით საზღვართან მოახლოება.

2008 წლის აგვისტოს ომამდე ქართველებსა და ოსებს ერთმანეთთან კომუნიკაცია ჰქონდათ. ომის შემდეგ ორივე მხარეს ეშინია პირობით საზღვართან მოახლოება.

მაშინ ადგილობრივემა ზიზილო ახალკაცმა ლიბერალის ჟურნალისტს უთხრა, რომ ქართველი ჟურნალისტების მხარდაჭერა მათ დიდ იმედს აძლევდა.

საღოლაშენი-დვანის გზების რეაბილიტაცია ივლისში დასრულდა. გარდა იმისა, რომ გზა თანამედროვე სტანდარტებით არის დაგებული და მოსახლეობას გარესამყაროსთან კონტაქტს უადვილებს, გზის რეაბილიტაციის დროს სამუშაო ჯგუფმა 2500 წლის წინანდელი 19 არქეოლოგიური ნივთი აღმოაჩი

აქციიდან ერთი წლის თავზე დვანში მავთულხლართების გაბმას აღარ აგრძელებენ, შესაბამისად, ქართული მედიაც აღარსად ჩანს. დღეს ადგილობრივები იმედგაცრუებულები არიან და ფიქრობენ, რომ საკუთარი თავის გარდა მათი მხარდამჭერი არავინაა და მედიას მხოლოდ მაშინ ახსოვს, როდესაც ფაქტი ხდება და შედეგით უკვე აღარავინ ინტერესდება.

დვანში ერთმანეთს ერწყმის დასავლური ცივილიზაციის და ქართული მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ფონის კონტრასტი. სოფლისკენ მიმავალი გზა ევროსტანდარტების მიხედვით არის მოწყობილი, ველოსიპედისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლის ჩათვლით.

ნონას სახლი დვანის ცენტრში მდებარეობს, შესაბამისად ხშირად ხვდება უცხო ვიზიტორების ინტერესის ობიექტი. სახლი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მარადიორებმა გადაწვეს. ამჟამად დაზარალებული ოჯახი იქვე აშენებულ კოტეჯში ცხოვრობს.

დვანში 400 ოჯახი ცხოვრობს, საიდანაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს 45 სახლი დაიწვა. განადგურებული სახლები ზუსტად იმ მდგომარეობაშია, როგორც ომის შემდეგ დარჩა. მაშინდელმა ხელისუფლებამ დაზარალებულებს მათივე ეზოში კოტეჯები აუშენა და 15 000 ლარი მისცა საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. როგორც სოციალურად დაუცველებს და ომის შედეგად დაზარალებულებს ყოველთვიური ფულადი სოციალური დახმარება დაუნიშნა. ადგილობრივები ამბობენ, რომ დრო გადის მათთვის კი არაფერი იცვლება.

ნაყოფიერი ბაღის ნაკვეთები ისევ ადმინისტრაციული საზღვრის იქით არის, ნაკვეთების მორწყვა ისევ პრობლემაა და გლეხს დაახლოებით 80-დან 100 ლარამდე უჯდება, სოციალური დახმარებები შეუწყდათ და არც დასაქმებულების რაოდენობაგაიზარდა.დვანის მაცხოვრებელს გალაქტიონ მამაგელაშვილს მაშინ ვესაუბრეთ როდესაც 82 წლის მამასთან ერთად ვაშლის მოსავალს იღებდა. ხილის ბაღი მათთვის შემოსავლის მთავარი წყაროა. წელს ხილიც ცოტა მოვიდა, თუმცა ბაზარზე პროდუქტი გაიაფდა და მისი მოყვანა გალაქტიონს აღარ უღირს.

გალაქტიონ მამაგელაშვილი საკუთარ ვაშლის ბაღში. დვანში მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყარო ხეხილის ბაღებია.

გალაქტიონ მამაგელაშვილი საკუთარ ვაშლის ბაღში. დვანში მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყარო ხეხილის ბაღებია.

“წელს შესაწამლი წამალიც ყალბი მოგვყიდეს, სულ გამიფუჭა მოსავალი, მაგრამ რად გინდა 10 თეთრად იბარებენ გორში ქარხნები. ამისთვის ვწვალობ, რომ მერე ასე იაფად გავყიდო? თან რაც ნაყოფიერი მიწები იყო სუყველა ოსების მხარეს დარჩა. არაფერი შეიცვლება ჩვენთვის, ასე მგონია მე,” თქვა გალაქტიონმა. სოფელში ბუნებრივი აირის მილებიც არის. ეს სიახლეა დვანისთვის, მაგრამ მრიცხველები ჯერ-ჯერობით განულებულია. სოფლის გამგებლის წარმომადგენლის ნოდარ კოპაძის თქმით პირადად არის დაინტერესებული 2014 წლის დეკემბრამდე მილებში გაზი გავიდეს. 

სიახლე არის ისიც, რომ სოფელს თანამედროვე, ფერადი საბავშვო ბაღი აქვს. ბაღი სხვადასხვა საერთაშორისო დონორების დახმარებით აშენდა და სოფლის ბავშვებისთვის უფასოა.დვანელები მიიჩნევენ, რომ  მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არიან მედიის ყურადღების ცენტრში, მათი პრობლემები მაინც სათანადოდ არ შუქდება. ისინი ჟურნალისტებს არ ენდობიან და ამბობენ, რომ მათ მხოლოდ საზღვრის გადმოწევა, თანასოფლელების დაკავების “სკანდალები” აინტერესებთ.

იხსენებენ ერთადერთ შემთხვევას, როდესაც ჟურნალისტა ინგა გრიგოლიამ დაუთმო პირდაპირი ეთერი და მათ შეძლეს საკუთარ პრობლემებზე საუბარი.

სოციალური პირობების გაუმჯობესება არის მათი მთავარი გზავნილი ხელისუფლებასთან. სარწყავი წყლის მოყვანა სოფლამდე, სოციალური დახმარების გაგრძელება და ზამთრისთვის შეშით უზრუნველყოფა არის დვანელების ძირითადი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ისინი ითხოვენ მთავრობისგან.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test